რას ეძებ?

მსოფლიო სიახლეები

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო არეალიდან ჯარების გაყვანის შეთანხმება შედგა

გაზიარება

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო არეალიდან ჯარების გაყვანის შეთანხმება შედგა. ბოლო სამ ათწლეულში ყველაზე სისხლიან დაპირისპირებას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ყირგიზეთი ცნობით, კონფლიქტის ზონიდან უსაფრთხო არეალებში ყირგიზეთის 33 ათასამდე მოქალაქე გადაიყვანეს, მათ შორის 19 ათასი ბავშვი.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ელიზა სოლთონბეკოვას განცხადებით, ყირგიზეთის მხარეს დაღუპული ადამიანების რაოდენობა 34-ია, ხოლო დაშავებულია 180 ადამიანი.

2 მაისის ღამეს ახალი ინციდენტები არ მომხდარა. ყირგიზეთში 1 და 2 მაისი გლოვის დღეებია.

ორ ქვეყნის საზღვრისპირა არეალში შეიარაღებული კონფლიქტი 28 აპრილს, წყლის გასანაწილებელი ცენტრის მახლობლად მდებარე სოფლების მცხოვრებთა შორის დაიწყო.

2 მაისს გავრცელდა ცნობა ყირგიზეთის მთავრობის პრესამსახურზე დაყრდნობით, რომ ორი ქვეყნის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის შესახებ.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *