რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

პირველი კადრები ადგილიდან, სადაც თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

გაზიარება

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან მოხდა.

ფაქტის ამსახველ ვიდეოს “ფეისბუქის” მომხმარებელი დიმა კვარაცხელია ავრცელებს.

“თბილისი – ზუგდიდის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და ვაგონი მოწყდა. მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია”, – წერს დიმა კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ხაშური ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა”, – ნათქვამია “საქართველოს რკინიგზის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *