რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა – ეპიდვითარება საქართველოში

გაზიარება

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1030 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 706 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 292244-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 279389 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.68%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.82 %.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 921, მძიმე პაციენტია 446 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

საქართველოში კორონავირუსი პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *