რას ეძებ?

პოლიტიკა საქართველო სიახლეები

ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი გიორგი გახარიას გუნდის შესახებ

გაზიარება
video

ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას მხარდამჭერი 6 დეპუტატის მმართველი გუნდიდან წასვლას.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ქმედება არასწორია და როდესაც პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმა ასე იწყება, გაგრძელებაც ასეთი იქნება.

„სამწუხაროა, რაც ვნახეთ. ბევრი მიზეზის გამო ეს არ იყო სწორი ქცევა, რაც ვიხილეთ, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ მანამდე არ ყოფილა არანაირი საუბარი და კონსულტაცია ამის შესახებ. როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ამ ყველაფერს ჰქონდა არასწორი დასაწყისი და მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა, მმართველი პარტია დატოვეს. ისინი საპარლამენტო საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით განაგრძობენ.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *