რას ეძებ?

COVID19 საქართველო სიახლეები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა

გაზიარება

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 524 კვლევა ტესტით, მათ შორის, 28 078 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 446 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 374 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 290 129-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.58%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 422 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 278 251-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 894 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა – 116, იმერეთი – 97, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 80, გურია – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 161, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 958, საიდანაც: 2 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 206, აჭარაში – 379, იმერეთში – 352. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 400 პირი, მათ შორის, თბილისში – 193, აჭარაში – 47, იმერეთში – 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში – 56, აჭარაში – 6, იმერეთში – 7. 323 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის, 190 – თბილისში, 126 – აჭარაში. 5 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 205 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 84, ხოლო აჭარაში – 8.

სულ 6 ოქტომბრიდან 12 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 24 179 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 834 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 813 პირი, აჭარაში – 1 983, იმერეთში – 958.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *