რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

მოვამზადოთ ჟანგბადები, ეს 2 კვირა ძალიან მძიმე გვექნება! – გიორგი ფხაკაძე

გაზიარება

„კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ყველა ბერკეტი, რასაც შეეძლო, შეეკავებინა, გაწყდა,“ – ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

„ჩემო კოლეგეო, მოემზადეთ – მომავალი 2 კვირა გვექნება ძალიან მძიმე, მოვამზადოთ ჟანგბადები, პერსონალური თავდაცვის საშუალებები, პირბადეები, ვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ კარანტინის სისტემა სამედიცინო დაწესებულებებში.

გაუფრთხილდით თავს, თქვენ ხართ ფრონტის წინა ხაზზე თუ თქვენ გახდებით ავად, მოსახლეობა დარჩება ჯანდაცვის სისტემის გარეშე. თქვენ ხართ ახლა მთავარი. ნურავის უსმენთ. უსმინეთ თქვენ გულს და თქვენ პროფესიონალიზმს.

საქართველოში შემოვიდა ბრიტანული შტამი, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება. გაუფრთხილდით თავს, მოემზადეთ.

იმედია, მოსახლეობა იქნება უფრო მობილიზებული და სიფრთხილეს გამოიჩენს.

მივმართავ მოსახლეობას – გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები და ნუ შეგროვდებით ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ“, – ამბობს ფხაკაძე.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *