რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება – ეპიდვითარება საქართველოში

გაზიარება

საქართველოში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან  გამოჯანმრთელდა 342 პირი, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 578 ტესტი, მათ შორის 24 438 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 140 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.09%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.47 %.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი 430
  • აჭარა – 62
  • იმერეთი – 50
  • ქვემო ქართლი – 29
  • შიდა ქართლი – 29
  • გურია – 21
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 91
  • კახეთი – 32
  • მცხეთა-მთიანეთი – 17
  • სამცხე-ჯავახეთი – 6
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10
loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *