რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება

ვერძი

რამდენადაც ეს შესაძლებელია თავი შეიკავეთ მნიშენლოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, არც მოლაპარაკებები მოგიტანთ სასურველ შედეგს, რისკის შემთხვევაში შესაძლოა ზიანი მიაყენოთ თქვენს რეპუტაციას.

კურო

რეალურად შეხედეთ სიტუაციას და შეაფასეთ ყოველივე ობიექტურად. სასურველია უარი თქვათ მაცდურ, საეჭვო წინადადებაზე და თავი დაიზღვიოთ მოსალოდნელი შეცდომებისაგან.

ტყუპები

ნუ აჰყვებით ემოციებს და თავი შეიკავეთ აგრესიულ ადამიანებთან კონაქტისაგან, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და დაძაბულობა, დაკავდით სამსახურეობრივი საქმეების მოწესრიგებით და მეტი იზრუნეთ გარემოს განახლებაზე.

კირჩხიბი

ენდეთ საკუთარ თავს და იმოქმედეთ დამოუკიდებლად, ისე, როგორც გული გკარნახობთ და საჭიროდ მიგაჩნიათ. რაც უფრო მეტ შეუპოვრობას გამოიჩენთ, მით უფრო თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწევთ.

ლომი

კარგი დროა ვითარების შესაცვლელად, გარემო და პირადი სივრცის განახლების, გაფერადების, რაიმე ახლის დაწყებისათვის, გადააადგილეთ თუნდაც წვრილმანი საგნები და შეცვალეთ ინტერიერი.

ქალწული

იყავით მეტად გულისხმიერი და მოქნილი გარშემომყოფებთან. საუბრისას ფრთხილად შეარჩიეთ სიტყვები, რათა უნებლიედ ნათქვამი უხეში ფრაზებით არ დაკარგოთ ახლობლებისა და კოლეგების ნდობა და პატივისცემა.

სასწორი

თავი შეიკავეთ პრობლემებზე ზედმეტი ფიქრისგან. კარგი იქნება თუ რჩევას ჰკითხავთ დროში გამოცდილ მეგობრებს, ამგვარად მარტივად იპოვნით გამოსავალს ნებისმიერი რთული სიტუაციიდან.

მორიელი

დღეს მოგიწევთ დაკავდეთ ბიზნეს-პროექტებთან დაკავშირებული საქმეების მოგავრებით, ყველა სადავო საკითხი სჯობს მეგობრულ, სასიამოვნო ატმოსფეროში განიხილოთ, ყოველგვარი ქვეტექსტებისა და ფარული ზრახვების გარეშე.

მშვილდოსანი

წარმატებით მოაგვარებთ სამსახურეობრივ გაუგებრობებს და შესანიშნავად წარმოაჩენთ თავს ხელმძღვანელობისა და კოლეგების წინაშე. ნუ მოგერიდებათ დაანახოთ თქვენი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის უპირატესობა გარშემომყოფებს.

თხის რქა

ენდეთ თქვენს ინტუიციას და შეგრძნებებს ბიზნესის საკითხებში, თუმცა თავი შეიკავეთ იმ საქმეებისგან, რომლებიც სწრაფად გპირდებიან მოგებას, სასურველია იფიქროთ არა ერთჯერად, არამედ სტაბილურ, ხანგრძლივ შემოსავლის წყაროზე.

მერწყული

დღეს შესაძლოა გაჭიანურებულ საქმეებთან დაკავშირებით ხელმძღვანელობასთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდეთ, გამოიჩინეთ სიმშვიდე და მოთმინება, მალე ყველაფერი თქვენი გეგმით წარიმართება და მცდელობაც დაგიფასდებათ.

თევზები

მოულოდნელ დაბრკოლებებს პრობლემებად ნუ გადააქცევთ, ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე ერთი თვალის შევლებით ჩანს, ამ ეტაპზე მხოლოდ გონიერება და სიმშვიდეა საჭირო.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა