რას ეძებ?

COVID19 საქართველო სიახლეები

თუ ვაქცინაციის გარეშე ასეთ მსვლელობას გავაგრძელებთ, დაახლოებით 4-5 წელი დაგვჭირდება, რომ ​კოვიდი ყველამ მოიხადოს – გიორგი ღოღობერიძე

გაზიარება

იმისთვის, რომ საზოგადოებაში ვაქცინაციისადმი ნდობა გავზარდოთ, პირველ რიგში უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს უსაფრთხო პროცესია, – ამის შესახებ ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა, ონკოლოგიის რეზიდენტმა, ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ განაცხადა.

„ამ ეტაპისთვის ჩვენ, საქართველოში შეიძლება გვყავდეს დაახლოებით ხუთასი ათასი ისეთი ადამიანი, რომელსაც კოვიდი უკვე მოხდილი აქვს. თუ ჩვენ გავაგრძელებთ ვაქცინაციის გარეშე ასეთ მსვლელობას დაგვჭირდება დაახლოებით 4-5 წელი რომ ყველამ მოიხადოს კოვიდი“, – აცხადებს ექიმი.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ვირუსს დაახლოებით 15 ათასი ადამიანი შეეწირება.

„სამწუხაროდ ვაქცინაციის დროსაც გვყავს ერთი ადამიანი დაკარგული, თუმცა თუ გაიზრდება ჯანდაცვის ხარისხი ამ კუთხით ჩვენ შეიძლება მეტი ადამიანი აღარ დავკარგოთ და ვაქცინაციის ხარჯზე ის 15 ათასი ადამიანი აღარ გავწიროთ, რომელიც შეიძლება დაღუპულიყო კოვიდთან ბრძოლის დროს“, – განაცხადა ღოღობერიძემ.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *