რას ეძებ?

COVID19 საქართველო სიახლეები

“ზოგიერთი ადამიანი “ფაიზერს” უცდის და ჰგონია, რომ კარგია…” – თენგიზ ცერცვაძე

გაზიარება

ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი „ფა­ი­ზერს“ უც­დის და ჰგო­ნია, რომ კარ­გია. “ფა­ი­ზე­რის” გა­კე­თე­ბის­თა­ნა­ვე 23 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, „ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი” 17 მი­ლი­ო­ნი აიც­რა და 4 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, 17 მი­ლი­ო­ნი­დან 4 ადა­მი­ა­ნი ისე­დაც გარ­და­იც­ვლე­ბა, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ვაქ­ცი­ნი­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ნა­ი­რი ჭორი სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია და კი­დევ გვი­წევს ბრძო­ლა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ “ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნა „იშო­ვოს და შე­მო­ი­ტა­ნოს“.

“ჩვენ კი­დევ ბრძო­ლა მოგ­ვი­წევს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნა იშო­ვოს და შე­მო­ი­ტა­ნოს. ყვე­ლა­ნა­ი­რი ჭორი სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. 17 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი­დან მხო­ლოდ 4 გარ­დაც­ვლი­ლია, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნას­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი „ფა­ი­ზერს“ უც­დის და ჰგო­ნია, რომ კარ­გია. ​„ფა­ი­ზე­რის“​ გა­კე­თე­ბის­თა­ნა­ვე 23 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, აქ 17 მი­ლი­ო­ნი გა­ი­კე­თეს და 4 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, 17 მი­ლი­ო­ნი­დან 4 ადა­მი­ა­ნი ისე­დაც გარ­და­იც­ვლე­ბა. პან­დე­მი­ის დაძ­ლე­ვა ვაქ­ცი­ნის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია“, – აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის აც­რა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, პრე­ზი­დენ­ტის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა მოჰ­ყვე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს უმოკ­ლეს დრო­ში მო­ვახ­დი­ნოთ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ვაქ­ცი­ნი­რე­ბა.

“ჩვენ გვსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ, რომ ვაქ­ცი­ნას მო­ვი­პო­ვებ­დით და ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დით მის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას. დიახ, ჯერ­ჯე­რო­ბით მარ­თლაც გვი­ჭირს, თუმ­ცა გეგ­მა გა­წე­რი­ლია და 89 პუნ­ქტი მუ­შა­ობს, მეტი რა ქნას პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლომ? ახლა იც­რი­ან ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი, ყვე­ლა ცნო­ბა­დი სახე აიც­რა, მათ შო­რის ოპო­ზი­ცი­ურ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა და­ა­ნე­ბეს თავი ან­ტი­ვაქ­ცი­ნურ გან­წყო­ბებს და გვერ­დში გვიდ­გა­ნან. რამ­დე­ნა­დაც ვიცი ბევ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის სახე აიც­რა უკვე ვაქ­ცი­ნა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ვე­სალ­მე­ბი და დიდი სი­ხა­რუ­ლით შევ­ხვდი, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ იც­რე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე თა­ვი­სი წარ­მო­შო­ბით, ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რით ბრძან­დე­ბა უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი და მის პი­რად მა­გა­ლითს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის. ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს ყვე­ლა­ფერ­ზე მი­უწ­ვდე­ბა ხელი და ყვე­ლა­ფე­რი უნა­ხავს, მას ბავ­შვო­ბა გა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს საფ­რან­გეთ­ში, თუმ­ცა დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად მო­დის ჩვენ­თან და ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, არ ელო­დე­ბა „ფა­ი­ზერს“ და რა­ღაც ზღაპ­რებს, ის იც­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნით, რომ­ლი­თაც უნდა აიც­რას სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა. მე ღრმად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა და მოჰ­ყვე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს უმოკ­ლეს დრო­ში მო­ვახ­დი­ნოთ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ვაქ­ცი­ნი­რე­ბა, რაც არის პირ­და­პი­რი გზა, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­უბ­რუნ­დეს ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას“, – გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *