რას ეძებ?

სხვადასხვა

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება

ვერძი

აჩქარება ან დიპლომატიის ნაკლებობა სამთავრობო უწყებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ან უფროსებთან ურთიერთობაში შეიძლება საქმის მიმდინარეობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ფრთხილად იყავით კომერციული გარიგებების გაფორმების, საქმიან და ფასიან ქაღალდებთან მუშაობის დროს.

კურო

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის წამოწყებისა და შეხვედრებისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება ვაჭრობისა და ბიზნესის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. მოსალოდნელია მცირე მოგება ან ხელსაყრელი შეძენა. ნებისმიერი წამოწყება კარგ შედეგს მოიტანს, მთავარია, არ გარისკოთ. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა, ახალი საქმეები და გეგმები.

ტყუპები

შესაძლებელია, ამ დღეს ძველი იდეებისა და გეგმების განხორციელება შეძლოთ. გავლენიანი ადამიანი ხელს შეგიწყობთ, სამსახურში გართულებები თავიდან აიცილოთ. პარტნიორები, ნათესავები და მეგობრები მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევენ. პიროვნული მომხიბლელობის წყალობით წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ.

კირჩხიბი

მოგებისა და დიდი შეძენის დღეა. შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ მომგებიანი გარიგება დადოთ. თამამად შეგიძლიათ ახალ სამსახურში გადახვიდეთ. აუცილებელი არ არის, ყველა პრობლემას ერთდროულად შეეჭიდოთ, მით უმეტეს, რომ შესაძლოა, რომელიღაც ძველი პრობლემება მოულოდნელად, თქვენი მცდლობის გარეშე მოგვარდეს.

ლომი

ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დროს მეტისმეტმა პირდაპირობამ და არადიპლომატიურობამ შეიძლება თქვენს კარიერულ წინსვლაზე უარყოფითად იმოქმედოს. გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანებთან გაუგებრობა კონფლიქტით დასრულდეს, თუმცა თქვენი ლოიალურობისა და მიმტევებლობის გამო შერიგების გზებს მალე იპოვით.

ქალწული

ეს დღე ხელსაყრელია საქმიანი კონტაქტების დამყარებისთვის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის. იზრდება თქვენი ინტუიციისა და ადამიანების დარწმუნების ნიჭი. ვარსკვლავები გასული კვირის იდეებისა და გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან. სირთულეების დროს, გირჩევთ, დახმარებისთვის ახლობლებს და ნათესავებს მიმართოთ.

სასწორი

ეს დღე დაწყებული სამუშაოს შესასრულებლად ხელსაყრელია. თამამად შეგიძლიათ სესხის აღება ან გაცემა. სავარაუდოდ, გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდებათ. გაზრდილი ხიბლი სასწორ ქალებს საშუალებას მისცემს, ყველა განსაცდელი დაძლიონ და გარშემომყოფთა კეთილგანწყობა დაიმსახურონ. ინტიმურ შეხვედრებს და რომანტიკულ თავგადასავლებს სერიოზული შედეგები მოჰყვება. თქვენი ემოციურობა შეიძლება, დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა, რომელსაც სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითება უკავშირდება. ნუ მოდუდებით, ინიციატივა ხელიდან არ უნდა გაუშვათ. თვითგადარჩენის გაძლიერებული ინსტინქტი გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობაში ეგოიზმს და დაუნდობლობას წარმოშობს. გახსოვდეთ, რომ ყველა წარუმატებლობის მიზეზი, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა ეძებოთ. ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული გახდეთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა სავაჭრო გარიგებებისა და სარისკო ოპერაციებისთვის. შეგიძლიათ, მეგობრებისა და გავლენიანი მფარველების დახმარების იმედი გქონდეთ. თუ მოკავშირეები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნეთ, წარმატებას მიაღწევთ. თქვენი მომხიბვლელობა და ენერგიულობა იზრდება, რაც საშუალებას მოგცემთ, ყველა განსაცდელი და დაბრკოლება გადალახოთ.

თხის რქა

ეს დღე მიზნის მიღწევის, პრინციპების დაცვისა და სექსუალური ენერგიის გარდაქმნის ნიშნით ჩაივლის. ხელსაყრელია საქმიანი კონტაქტები, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან კონტაქტი. იზრდება ადამიანების დარწმუნებისა და ინტუიციის ნიჭი. ენერგიის ისეთ მოზღვავებას გრძნობთ, რომ ყველაზე დამაბნეველი სიტუაციებიდანაც კი სარგებლით გამოსვლას შეძლებთ.

მერწყული

ეს დღე ხელსაყრელია ძველი კავშირების აღდგენისა და ახლობლების დახმარებისთვის. განსაცდელი ან პრობლემები, რომლებიც ამჟამად გაქვთ, წარსულის შეცდომების შედეგია. სასიცოცხლო პოტენციალის მკვეთრი შემცირების გამო ფიზიკური გადატვირთვა არასასურველია.

თევზები

თევზ მამაკაცებს პროფესიულ სფეროში დიდი ხნის გადაუჭრელი პრობლემის მოგვარება მოუწევთ. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, მშვიდად იყოთ. ამ დღეს თავს შესანიშნავად გრძნობთ და თქვენი შრომისუნარიანობა საკმაოდ მაღალია. პირადი საქმეები უკანა პლანზე გადაიწევს.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *