რას ეძებ?

სიახლეები სხვადასხვა

ხვალ ამ წლის ყველაზე განსაკუთრებული დღეა – ზუსტად ამ დროს ჩამოწერეთ სურვილები და ის აუცილებლად აგისრუდებათ

გაზიარება

11 თებერვალს 23:05-ზე თბილისის დროით ახალმთვარეობას და წლის მმართველის თეთრი მეტალის ხარის შემობრძანებას ველოდებით (ხარის მმართველობა გაგრძელდება 2022 წლის 31 იანვრამდე, მერე კი ერთი წლით ვეფხვი დაიკავებს მმართველის ადგილს). სწორედ ამ დღიდან იწყება ახალი წელი აღმოსავლური კალენდრით. 12 თებერვალი, პალინდრომი (როცა რიცხვები ერთნაირად იკითხება თავიდანაც და ბოლოდანაც) განსაკუთრებული დღეა დააკვირდით, რიცხვები სარკისებურადაა განლაგებული 12.02.2021 ანუ 1202-2021. ძველად ასეთ დღეებს მაგიურად, საკრალურად მიიჩნევდნენ. ასეთ დღეებში ადამიანები ცდილობდნენ, უკეთესობისკენ შეეცვალათ თავიანთი საქმეები, ბედი; ჩაიფიქრებდნენ ხოლმე სურვილებს, მოინახულებდნენ ენერგეტიკულად ძლიერ ადგილებს და კითხულობდნენ წარმატების მომტან აფირმაციებს. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ 21 თებერვლამდე პლანეტა მერკური რეტროგრადული (უკამავალია) და ახალი საქმეების დაწყება სასურველი არაა. მაგრამ არაფერი გვიშლის ხელს, რომ ამ ჯადოსნურ ორ დღეს საკუთარი თავი ბედნიერებაზე, წარმატებასა და ჯანმრთელობაზე დავმუხტოთ. 11-ში, 23:05-ზე შეგიძლიათ სამომავლო მიზნების, სურვილების წერა დაიწყოთ, როგორც ერთ თვეში შესასრულებლის, ისე წლიურის.

12-ში კი დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროთ დღის ენერგეტიკა. სურვილებისა და მიზნების ჩამოწერა დაიწყეთ შემდეგ საათებზე: 12:02; 12:12 ან 12:21. 12 თებერვალი მთვარის მეორე დღეზე დგება. ამ დღეს სიუხვის რქასაც ეძახიან, ამიტომ იყავით გულუხვი, ახლობლებს საჩუქრები მოუმზადეთ, გაჭირვებულებს – დაეხმარეთ. აგრეთვე კარგი იქნება ვარჯიშის დაწყება, რამის შესწავლა.

თეთრი მეტალის ხარი 12 თებერვლიდან იქნება წლის მმართველი. მისი სტიქიაა მიწა. ხარი არის შრომისმოყვარე, მშვიდი, დინჯი. ჩინელებს მიაჩნიათ, რომ ხარის წელში კარგია ახალი სპეციალობის ათვისება, მუშაობა (განსაკუთრებით მიწაზე) და ფულის დაგროვება. ეს კარგი წელია ქორწინებისთვის, სახლის მშენებლობისთვის. ატარეთ ვერცხლისფერი მეტალის ნივთები: თილისმები, მონეტები და სამკაულები.

ახალმთვარეობის დღეს, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებმა, შეიძლება იგრძნონ თავის ტკივილი, უგუნებობა, სისუსტე, ენერგიის უკმარისობა. ამიტომ, წინასწარ მოამზადეთ თავი პოზიტივისთვის. იყავით ამაღლებულ განწყობაზე. ახალმთვარეობამდე ერთი დღით ადრე გირჩევთ დიეტის დაცვას, სახლის დალაგებას და ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლებას. ერთი საათით ადრე გათავისუფლდით ყველა საქმისგან, განმარტოვდით და მადლობა გაუგზავნეთ ყველა ადამიანს, ვინც ამ მთვარის თვეში თქვენს ცხოვრებაში შემოვიდა. მადლიერი იყავით საქმეებისა და მოვლენებისადმიც. ახალმთვარეობის დადგომის შემდეგ (1 საათის შუალედში) ჯანმრთელობა, ბედნიერება და ბარაქა უსურვეთ ჯერ საკუთარ თავს, მერე ახლობლებს, ოჯახის წევრებს და მთელ ქვეყანას.

ახალმთვარეობა ხდება მერწყულის ზოდიაქოში, სადაც ერთდროულად ექვსმა პლანეტამ მოიყარა თავი. მერწყულებო! იყავით დაკვირვებული თქვენ გარშემო მომხდარ ცვლილებებთან, გამოიჩინეთ ძალა, რომ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.

ახალმთვარეობას განსაკუთრებით იგრძნობენ 9-13 თებერვლის შუალედში დაბადებული მერწყულები. თუმცა, არანაკლებ შეაფუცხუნებს ახალმთვარეობა კუროს, ლომისა და მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს, უფრო კონკრეტულად კი ვისი დაბადების დღეც უწევს: 11-16 მაისის, 13-18 აგვისტოსა და 13-17 ნოემბრის შუალედში. მთვარის ამ თვეში უნდა იშრომოთ; იყავით დაკვირვებული, ყურადღებით მოაგვარეთ ყველა საქმე. გაიმარჯვებთ, თუ მოთმინებით აღიჭურვებით და უკეთესი მომავლის იმედი გექნებათ. სასიკეთო ცვლილებები ელით ვერძებს, ტყუპს, სასწორსა და მშვილდოსანს. კონკრეტულად: 10-15 აპრილის, 11-16 ივნისის, 14-18 ოქტომბრისა და 12-17 დეკემბრის შუალედში დაბადებულებს. თუ იცით პლანეტებისა და მნიშვნელოვანი წერტილების განლაგება პირად რუკაში, შეხედეთ, რომლები ხვდება მერწყულის, ვერძის, კუროს, ტყუპის, ლომის, სასწორის, მორიელისა და მშვილდოსნის 22-26 გრადუსში.

loading...

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *