რას ეძებ?

ინტერნეტი სხვადასხვა

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ წყვილებს აქვთ ყველაზე ხანმოკლე ქორწინება?

გაზიარება

რო­მე­ლიც ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ ერთ ჭერ­ქვეშ ხან­გრძლი­ვად თა­ნა­ცხოვ­რე­ბას, ამ თე­მის ირ­გვლივ არა­ერ­თი ას­ტრო­ლო­გი ცდი­ლობს აწარ­მო­ოს დაკ­ვირ­ვე­ბა. არ­სე­ბო­ბენ ნიშ­ნე­ბი, რო­მელ­თაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მსოფ­ლმხე­ვე­ლო­ბა და სამ­ყა­როს აღ­ქმა გა­აჩ­ნი­ათ… მოკ­ლედ, იკ­ვლი­ეს ას­ტრო­ლო­გებ­მა და გარ­კვე­უ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს იმის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლი წყვი­ლე­ბი ას­რუ­ლე­ბენ ყვე­ლა­ზე ხში­რად ქორ­წი­ნე­ბას გან­ქორ­წი­ნე­ბით და ისიც გა­არ­კვი­ეს, რა მი­ზე­ზე­ბი აი­ძუ­ლებთ მათ თავ­და­პირ­ველ ეტაპ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას…

სიის სა­თა­ვე­ში ლო­მი­სა და მო­რი­ე­ლის წყვი­ლი მო­ექ­ცა 98% – ამ ადა­მი­ა­ნებს შო­რის შუღ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამო ჩაღ­დე­ბა. ორი­ვე მხა­რეს სურს აკონ­ტრო­ლოს სი­ტუ­ა­ცია ოჯახ­ში. ქორ­წი­ნე­ბით კი ძი­რი­თა­დად უძ­ლი­ე­რე­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბის გამო ქორ­წინ­დე­ბი­ან.

მე­ო­რე სა­პა­ტიო ად­გილ­ზე ვერ­ძი­სა და მო­რი­ე­ლის დუ­ე­ტია 88% – ამ წყვილ­ში კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზია ეჭ­ვი­ა­ნო­ბა. მო­რი­ე­ლის დიქ­ტა­ტო­რუ­ლი ხა­სი­ა­თი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის ვერ­ძის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ბუ­ნე­ბას­თან. სექ­სუ­ა­ლუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბა ამ წყვილ­შიც დი­დია, თუმ­ცა ქორ­წი­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა­ზე მო­რი­ე­ლის სიმ­პა­თი­აც მოქ­მე­დებს ვერ­ძის მი­მართ, მას ხიბ­ლავს ვერ­ძის სი­ა­ლა­ლე, იმე­დოვ­ნებს რა რომ სა­მო­მავ­ლო­დაც შეს­ძლებს მის გა­კონ­ტრო­ლე­ბას.

კი­დევ ერთი კონ­ფლიქ­ტუ­რი წყვი­ლი თხის რქი­სა და სას­წო­რის ტან­დე­მია 82% – ბუ­ნე­ბით რო­მან­ტი­კუ­ლი და რბი­ლი სას­წო­რი, ძნე­ლად უწყობს ფეხს ზედ­მე­ტად მკაცრ, ემო­ცი­უ­რად ცივ და მო­ზო­მილ თხის რქას. ამ ორს შო­რი­საც ძლი­ე­რია ფი­ზი­კუ­რი სიმ­პა­თი­ის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად მათი კავ­ში­რი თუნ­დაც სექ­სუ­ა­ლუ­რი კუ­თხით ვე­რა­სო­დეს “გა­ქა­ჩავს” დიდ­ხანს იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ წყვილს ტემ­პე­რა­მენ­ტის მხრი­ვაც აღე­ნიშ­ნე­ბა სხვა­ო­ბა.

და­ბო­ლოს, რთუ­ლი წყვი­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში მოხ­ვდა ასე­ვე მერ­წყუ­ლი­სა და კირჩხი­ბის დუ­ე­ტიც 78% – ამ ორ ადა­მი­ანს შო­რის, პრობ­ლე­მა სიყ­ვა­რუ­ლის და ზო­გა­დად პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღ­ქმის უნა­რია. მერ­წყულს თავ­და­პირ­ვე­ლად კირჩხიბ­ში იდუ­მა­ლე­ბა იზი­დავს. თვლის, რომ მისი ჩა­კე­ტი­ლო­ბა ნი­ღა­ბია მხო­ლოდ ან თა­მა­შის წესი; მა­შინ როცა კირჩხი­ბი სა­მო­მავ­ლოდ ძა­ლი­ან იტან­ჯე­ბა მერ­წყუ­ლის წრე­გა­და­სუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბით. მათ შო­რის მუ­დამ იქ­ნე­ბა დავა და სცე­ნე­ბი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო.

წყარო

loading...

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *