“გოგოს ჩაი შემოაქვს და ბიჭს ასმევს” – სკანდალური კადრები ფონიჭალადან, რომელზეც სავარუდოდ, 11 წლის გოგონასა და 15 წლის ბიჭის ნიშნობაა აღბეჭდილი
გაზიარება

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, ფონიჭალაში 11 წლის გოგონას და 15 წლის ბიჭის ნიშნობაა აღბეჭდილი.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც წყარო “პალიტრავიდეოს” უყვება, ვიდეოზე ნიშნობსი ცერემონიაა აღბეჭდილი. ტრადიციის მიხედვით, ჩაი შემოაქვს და საქმროს ასმევს.
“18 წლამდე არ გაათხოვებენ, ეს ნიშნობაა. ამ ვიდეოში ჩანს, როგორ შემოაქვს გოგონას ჩაი და ბიჭს ასმევს. ამბავი რომ ატყდა ყველაფერი წაშალეს, მხოლოდ ეს კადრები შემორჩა. ეს ხდება ფონიჭალაში, ადრე ამ სოფელს სოღანღულს ეძეხდნენ” – უყვება წყარო “პალიტრავიდეოს”.
loading...