რას ეძებ?

ინტერნეტი სხვადასხვა

რა გამოყენება აქვს კარტოფილის ღოღოს, რომელსაც დიასახლისების უმეტესი ნაწილი უბრალოდ ყრის

გაზიარება

კარტოფილი ღოღო – დიასახლისების აზრით, ის უბრალოდ აფუჭებს კარტოფილის ხარისხს და მისი გამოყენება არაფერში არ არის შესძლებელი, თუმცა დღევანდელ სტატიაში ჩვენ- თქვენ გადარწმუნებას შევეცდებით.

interpost-ის რედაქციას გვსურს გაჩვენოთ რამდენიმე საშუალება, თუ რაში შეიძლება გამოიყენოთ კარტოფილის ღოღო.

  1. კარტოფილის დასარგავად/დასაფესვიანებლად.

თუ კარტოფილის დათესვამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი, ღოღოს დაფესვიანება მარტივად არის შესაძლებელი წყალში.

მართალია ის დიდ მოსავალს ვერ მოგაყვაინეთ, მაგრამ არაფრისგან – მოსავლის მიღება, უკვე მიღწევაა.

მიწაში დარგვამდე, ღოღო უნდა მოთავსდეს კალიუმის პერმანგანატის სუსტ ხსნარში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

ამის შემდეგ შეგიძლიათ კარტოფილის ღოღო გადაიტანოთ ოდნავ ნესტიან მიწაში და დაელოდოთ მოვლენების განვითარებას.

უმჯობესი იქნება, თუ გარკვეული დროის შემდეგ, ღოღოს ისეთ პარკში მოათავსებთ, რომელიც ნესტიან გარემოს შეუქმნის მას.

2. კარტოფლის ღოღოს ნაყენი იდეალური საშუალებაა სახსრებისთვის.

თუ კარტოფილმა ღოღო ზამთარში გამოიტანა და მას დარგვისთვის ვერ გამოიყენებთ, ჩვენ გასწავლით წამლის დამზადების საშუალებას, რომელიც სახსრებისთვისაა განკუთვნილი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კარტოფილის ღოღო შეიცავს ისეთ შხამს (სოლანინს), რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშია. მართალია იმისთვის, რომ რაიმე ზიანი მიაყენოს ჩვენს ორგანიზმს 2-3 კილოგრამამდე ღოღო უნდა მიირთვას ადამიანმა, თუმცა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია აუცილებლად უნდა იცოდეთ !

წამლის დასამზადებლად, გამოიყენეთ 300 გრ ღოღო 0,7ლ არაყი ან 0,5 ლ ალკოჰოლი.

მომზადება:

  1. მოათავსეთ ნახევარი კილო კარტოფილის ღოღო ქილაში
  2. დაუმატეთ მას არაყი ან ალკოჰოლი
  3. ქილა მოათავსეთ ბნელ ადგილზე 1 თვის განმავლობაში
  4. შეანჭყრიეთ ქილა ყოველდღე მხოლოდ ერთხელ !

ერთი თვის შემდეგ, ერთგვაროვანი მასა, რომელიც ქილაშია გადაიტანეთ კომპრესზე და დაიდეთ იმ ადგილე, სადაც ტკივილს გრძნობთ ხოლმე.

loading...

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *