რას ეძებ?

სიახლეები სხვადასხვა

2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

♈ვერძი

ხელსაყრელი დღეა კომერციული ოპერაციების, შესყიდვებისა და სავაჭრო გარიგებებისთვის. ხელიდან არ გაუშვათ ინიციატივა და გამოავლინეთ თქვენი დამახასიათებელი პრინციპულობა და მიზანსწრაფულობა. ამ დღეს შეიძლება ისეთ შედეგებს მიაღწიოთ, როგორზეც ადრე ვერც იოცნებებდით. დღის მეორე ნახევარში ოჯახში მოსალოდნელია კონფლიქტი.

♉კურო

ეცადეთ, საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. მორეიდეთ ახლობელ ადამიანებთან უმნიშვნელო საკითხებზე კამათს – ამან შეიძლება, მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს. თუ ხვდებით, რომ პარტნიორთან ურთიერთობაში შეცდით, ნუ მოგერიდებათ, პატიება სთხოვოთ. კეთილშობილება და მოთმინება ოჯახში სიმშვიდისა და კომფორტის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

♊ტყუპები

ხელსაყრელი დღეა. თქვენი წარმატება პირდაპირ იქნება დამოკიდებული ტაქტიკის შეცვლის უნარებზე. თქვენი კომუნიკაბელურობისა და საქმიანი უნარების წყალობით, შესაძლოა, მომგებიანი შეკვეთა ან ერთობლივ პროექტში მონაწილეობაზე მაცდური შეთავაზება მიიღოთ. სანამ დათანხმდებით, მოსალოდნელი შედეგები კარგად უნდა გაიაზროთ. უცაბედი დაბრკოლება გეგმის განხორციელებას გაართულებს.

♋კირჩხიბი

შეიძლება საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, ყველაფერი კარგად უნდა გააანალიზოთ – წარმატების მიღწევა ისე ადვილი არ იქნება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მოსალოდნელია დაავადების გამწვავება, რომელსაც თავის დროზე ყურადღება არ მიაქციეთ

♌ლომი

თანდაყოლილი სიამაყის გრძნობამ და ამბიციურობამ შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს. თვალყური ადევნეთ სიტუაციის განვითარებას და ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ – დღეს შეიძლება ისეთ შედეგს მიაღწიოთ, რაზეც ადრე მხოლოდ იოცნებობდით.

♍ქალწული

სიახლეების დღეა, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერი კოლექტიური მოქმედების დროს. სხვის აზრს ნუ დაეყრდნობით, თორემ შეიძლება, დიდი შეცდომა დაუშვათ. დღის მეორე ნახევარში ოჯახში მოსალოდნელია კონფლიქტი. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების მიმართ ყურადღება და გულუხვობა გამოიჩინოთ.

♎სასწორი

დაძაბული დღეა, რომელიც ცხოვრებისეული პრინციპებისა და იდეალების დაცვას და სექსუალური ენერგიის გარდაქმნას განასახიერებს. გამორიცხული არ არის ტრამვა ან გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები. ძველ პარტნიორთან მოსალოდნელია სკანდალი ან ურთიერთობის გაწყვეტა. გირჩევთ, ეს დღე უახლოეს მეგობრებთან ერთად გაატაროთ. ერიდეთ საქმიან ურთიერთობას და მარტოობას.

♏მორიელი

ამ დღის მოვლენები და გარშემო მყოფ ხალხთან ურთიერთობა მშვიდობისა და კომფორტის განცდას მოგიტანთ. ეცადეთ, ცოტა ხნით სამსახურეობრივი საქმეები და ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები დაივიწყოთ და საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა გამოჩინოთ.

♐მშვილდოსანი

შინაგანი თავისუფლებისა და სიცოცხლით ტკბობის დღეა. ხელსაყრელია ახალი ნაცნობობა, ცოლ-ქმრული ურთიერთობა, გართობა და მხიარულება. ხელიდან არ გაუშვათ პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. შესაძლებელია სასიყვარულო ან ოჯახური პრობლემების მოგვარება. თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი პარტნიორის კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

♑თხის რქა

ერიდეთ ზედმეტ კატეგორიულობას. თავი შეიკავეთ ინდივიდუალური სამუშაოსგან, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. განსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ ვალდებულებებს უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, ახალი პარტნიორები მიიზიდოთ, ინტუიციას და მეგობრულ რჩევებს ენდოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია მარტოობაში დასვენება.

♒მერწყული

რთული დღეა, რომელიც დაავადებების გამოვლენას და გამწვავებას უკავშირდება. ნუ გადატვირთავთ მხედველობის ორგანოებს. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მეტი წინდახედულება გამოიჩინოთ. სამწუხაროდ, საყვარელი ადამიანი შეიძლება ერთი დაუფიქრებელი სიტყვით შეურაცხყოთ. საღამოს სასურველია სუფთა ჰაერზე გასეირნება და ფიზიკური მუშაობა.

♓თევზები

ამ დღეს თვითგანადგურების ტენდენცია აქტიურდება, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და წინდახედულება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც სამგზავროდ წასვლას გაიძულებთ. ერიდეთ სარისკო ოპერაციებს და ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ზომიერება შეინარჩუნოთ. გადაჭარბებულმა მიჯაჭვულობამ და გრძნობების ემოციურმა გამოხატვამ შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *