რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშო სკოლის მოსწავლეებს დაასუფთავებინეს

გაზიარება

ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობის საპირფარეშო დაასუფთავებინეს – ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედია „ათინათმა“ გაავრცელა. 

„პანდემიაა, სკოლები ძლივს გახსნეს, ამ დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის დირექციის თანხმობით გააყოლეს უცხო პირს, ე.წ. შაბათობაზე. ახლა რა მოხდა სინამდვილეში – ამ უცხო პირმა (არანაირ შემხებლობაში არ იყო სკოლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან) ბავშვები წაიყვანა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და საპირფარეშო ახეხინა/აწმენდინა. გაუგებარია, როგორ არ მოიძებნა მერიის შენობაში არავინ, ვინც, შეაჩერებდა ამ მარაზმს და ბავშვებს არ მოუწევდათ იმ სიბინძურის წმენდა“, – წერს მოქალაქე, რომელმაც კადრები პორტალ „ათინათს“ მიაწოდა.

ცნობისთვის, ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა.

ასე აღმოჩნდნენ ბავშვები მერიის საპირფარეშოში. ინფორმაცია და ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ჩხოროწყუს მერი, დავით გოგუა ამბობს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი იცოდა და აღმოაჩინა თუ არა ბავშვები ტერიტორიაზე, იქიდან გაიყვანა. მომხდარს გამოძიება სწავლობს.

loading...

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა