რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

“დედაზე უმესიჯებდნენ ბიჭები, ასე და ასე იქცევაო… ვერ გადახარშა ტვინმა” – მარტვილში მომხდარი ტრაგედიის შემზარავი დეტალები, რატომ გაიმეტა 28 წლის ბიჭმა დედა მოსაკლავად

გაზიარება

სენაკში მომხდარ შემთხვევაზე, რომლის დროსაც შვილმა დედა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით მარტვილის სოფელ ბალდაში მცხოვრებ დედა-შვილს შორის კონფლიქტი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ქალი იძულებული გახდა, რომ საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა და სენაკში, ნათესავებთან წასულიყო. 28 წლის ომარ ბჟალავა დღეს დედას სენაკში ჩააკითხა და მისი განზრახ მკვლელობა სცადა.
მეოზბლების თქმით, შვილმა დედა სიკვდილისთვის მხოლოდ იმის გამო გაიმეტა, რომ თანასოფლელებმა მშობლის შესახებ საეჭვო ამბები უთხრეს:
“წყნარი, მშვილი ბავშვი იყო. ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა ყველაფერი. წავიდა თბილისში სმუშაოდ, არ ელაპარაკებოდა დედას. გადაუტრიალდა მერე რაღაცა თავში, აქედან უმესიჯებდნენ ბიჭები, ასე იქცევა, ასეო და მერე ვერ გადახარშა ტვინმა არ ვიცი” – ამბობს მეზობელი.

დედის განზრახ მკვლელობაშi ბრალდებული ომარ ბჟალავა პოლიციას რამდნეიმე საათში ჩაბარდა. მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *