რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი დაბალია. ძველ პარტნიორთან მოსალოდნელია დიდი სკანდალი, რომელსაც ურთიერთობების სრული გაწყვეტა მოჰყვეს. რაღაც მნიშვნელოვან საქმეში, სავარაუდოდ, არ გაგიმართლებთ.

კურო

შესაძლოა, მისტიკური სწავლებებით, ფილოსოფიით ან კლასიკური ლიტერატურით დაინტერესდეთ. შესანიშნავი დღეა შემოქმედებისათვის. ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ. ნუ დაელოდებით ნათესავებისა და მეგობრების დახმარებას – ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ.

ტყუპები

ამ დღეს მოსალოდნელია უსიამოვნო თავგადასავლები, ავადმყოფობა და კატასტროფები. თუ მანქანას მართავთ, განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. გამორიცხული არ არის საყვარელ ადამიანთან ან ნათესავებთან დაკავშირებული პრობლემები. სამუდამოდ დაშორდებით თუ ურთიერთობას გააგრძელებთ, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

კირჩხიბი

ამ დღეს ყველაზე მეტად შემოქმედებითი აზროვნება გჭირდებათ. შემოქმედებითმა იმპულსმა შეიძლება რადიკალურად შეცვალოს თქვენი ცხოვრება და ახალ, აქამდე მიუწვდომელ სიმაღლეებზე აიყვანოს. ოჯახისა და მეგობრებისგან დახმარებას ნუ ელით – ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ. საღამოსთვის თავის ტკივილმა შეიძლება წყობიდან გამოგიყვანოთ, ამიტომ ჯობს, ვიზიტებზე უარი თქვათ და დაისვენოთ.

ლომი

რომანტიკული თავგადასავლების ძიება ლომ მამაკაცებს სასიყვარულო ბადეში გაახვევს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ძალიან მალე აღტაცებას და თაყვანისცემას სასტიკი ეჭვიანობა შეცვლის. ჩხუბმა და ორმხრივმა უკმაყოფილებას შეიძლება ურთიერთობების გაწყვეტა მოჰყვეს. გამორიცხული არ არის, რომ ლომ ქალებს მეგობრების ან ნათესავების დახმარება მოუწიოს.

ქალწული

საშიში დღეა. მოსალოდნელია თავის ტკივილი, საკვებით ინტოქსიკაცია ან ხანძარი. არც დიდი ფინანსური ზარალია გამორიცხული. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, სამსახურში თქვენი პრობლემების ან გეგმების შესახებ არავის უამბოთ. დაიმახსოვრეთ, რაც შეიძლება ნაკლები კონფიდენციალური საუბარი უცნობ ადამიანებთან. ეცადეთ, ოჯახის წევრების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. ყოველ წვრილმანზე არ ინერვიულოთ – თქვენი სიმშვიდე და მოთმინება ოჯახში კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.

სასწორი

ამ დღეს მოსალოდნელია უსიამოვნო თავგადასავლები, ავამდყოფობა ან კატასტროფები. თუ მანქანას მართავთ, განსაკუთრებული სირთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარში, ბედი უეცრად გაგიღიმებთ და ეს მომენტი საკუთარი პოზიციის გასამყარებლად უნდა გამოიყენოთ. ამ დღეს სხვების დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ.

მორიელი

ფხიზლად იყავით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ და მოვლენების განვითარებას დაელოდეთ. ვიღაც ცდილობს, ისევ განერვიულოთ. ფარული მტრები ინტრიგებით და ცილისწამებით ცდილობენ დაგაზიანონ. კონფლიქტური სიტუაციაში, ვითარების გარკვევის დროს ეცადეთ, უდანაშაულო ადამიანს ბრალი არ დასდოთ.

მშვილდოსანი

დაძაბული დღეა. მშვილდოსან კაცებს ვარსკვლავები აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია დიდი სკანდალი ან ძველ მეგობართან ურთიერთობის გაწყვეტა. ურთიერთბრალდებები და წყენა შერიგების შესაძლებლობას მთლიანად გამორიცხავს. დღეს მანქანით მოძრაობისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მშვილდოსანი ქალბატონებისთვის იღბლიანი დღეა. ვარსკვლავები სასიყვარულო პრობლემების გადასაწყვეტად ხელსაყრელ სიტუაციას გპირდებიან. ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ – ამ დღეს ყველაფერის გაკეთება თავად, დახმარების გარეშე მოგიწევთ.

თხის რქა

ამ დღეს სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანთან ან ნათესავებთან დაკავშირებული პრობლემები გელით. ეს შეიძლება დიდი სკანდალით დასრულდეს, ამიტომ სანამ რამეს გააკეთებთ, შედეგებზე იფიქრეთ. ოჯახში უთანხმოებამ შეიძლება ნერვული სტრესი, შედეგად კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. თქვენი კონფლიქტების მოგვარების ნიჭი ძალიან გამოდგებათ.

მერწყული

ეს დღე სასიცოცხლო იდეალებისა და პრინციპების დაცვას, სექსუალური ენერგიის გარდაქმნას განასახიერებს. წარმატებული დღეა შემოქმედებითი პროფესიის მერწყულებისთვის. ვარსკვლავები ფინანსური წინსვლისთვის ხელსაყრელ სიტუაციას გპირდებიან. გირჩევთ, კეთილშობილება და გულუხვობა გამოიჩინოთ.

თევზები

არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების, ცვლილებებისა და მოგზაურობისთვის. არასასურველია ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. გირჩევთ, ამ დღეს ოჯახთან და ბავშვებთან ერთად, სუფთა ჰაერზე დასვენება დაგეგმოთ ან საღამო სანდო მეგობრებთან ერთად გაატაროთ. დღის მეორე ნახევარში თქვენს სულში ისევ მშვიდობა და სიყვარული დაისადგურებს.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *