რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

თბილისში რამდენიმე უბანს ელექტროენერგია შეეზღუდება

გაზიარება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 26 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის და რიგის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, ანდრო ჭილაიას, ხომლის, უჩა ჯაფარიძის, ტოტო გუდავას და თევდორე მხატვრის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩერქეზიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *