რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

გლდანში გარდაცვლილი მოზარდის დედა კლინიკაში გადაიყვანეს

გაზიარება

გლდანში გარდაცვლილი 17 წლის მოზარდის დედა ღუდუშაურში გადაიყვანეს. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.

„მას სტრესი და ემოციური შოკი ჰქონდა. კლინიკაში დაახლოებით, ნახევარი საათი დაჰყო და ცოტა ხნის წინ გაწერეს“, – ამბობენ ღუდუშაურში.

შეგახსენებთ, გლდანში 17 წლის მოზარდი მეექვსე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მოზარდის მამა გახდა შეუძლოდ, თუმცა, ჰოსპოტალიზება დედას დასჭრიდა.

გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

loading...
ტეგები:

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *