რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

აქცია რუსთავი-თბილისის ავტობანზე: მოსახლეობამ გზა გადაკეტა

გაზიარება

ფონიჭალის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივებმა რუსთავი-თბილისის ავტობანი გადაკეტეს. მათი თქმით, რამდენიმე დღეა 1200-მდე ოჯახს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. აქციის მონაწილეები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

მოძრაობა პარალიზებულია რუსთავიდან თბილისის მიმართულებით. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, აქციის მონაწილეები და მძღოლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სამართალდამცავები საავტომობილო გზის გახსნას ცდილობენ.

 

loading...
ტეგები:

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა