რას ეძებ?

ინტერნეტი სხვადასხვა

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება

♈ვერძი
ამ დღეს სამსახურსა და პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პრობლემები. ეცაცდეთ, საკუთარ მოვალეობებს ძალიან ფრთხილად და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ. გირჩევთ, ყველანაირი რისკი გამორიცხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ბევრი რამ დაკარგოთ. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ, მაგრამ საკუთარი უპირატესობის ხაზგასმაზე უარი უნდა თქვათ. პირადი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობა, თუ პლანეტებს დავუჯერებთ, აუცილებლად გექნებათ.

♉კურო
ვენერას მფარველობის წყალობით, საოცარი სიყვარული გელით. თუნდაც უკვე დაოჯახებული იყოთ, არ ინერვიულოთ – ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი თქვენს ხელშია. მარტოხელა კუროებს ეს სიყვარული სიხარულს და წარმატებას მოუტანს. ენერგიას და სულიერ ძალას უსარგებლო თემებზე ნუ გაფლანგავთ, თორემ სიმშვიდეს და თავდაჯერებას დაკარგავთ.

♊ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ბიზნესის სფეროში დასაქმებული ტყუპებისთვის. შესაძლებელია, ძველი ვალი დაგიბრუნონ, ბანქოში ფული მოიგოთ ან ძვირფასი ნივთი იპოვოთ.

♋კირჩხიბი
ოჯახში ვითარება ნელ-ნელა მოწესრიგდება, თუმცა ძველი წყენის კვალი დიდხანს გაგყვებათ. შესაძლებელია, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობამ უსიამოვნებები დაგავიწყოთ და პრობლემებისგან თავის დაღწევაში დაგეხმაროთ. სავარაუდოდ, ახალი, ახალი საინტერესო ნაცნობები მეგობრობაში გადაიზრდება.

♌ლომი
კარგად გააზრებული მოქმედებები აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ შორეულ ნათესავებთან ურთიერთობას – არ არის გამორიცხული ფარული მტრის ინტრიგები. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური ვარჯიშის ან, უბრალოდ, აქტიური დასვენებისთვის. პარტნიორის ეჭვიანობამ ან პირიქით, უყურადღებობამ შეიძლება პირად ცხოვრებაში გაუგებრობები გამოიწვიოს.

♍ქალწული
ყველა წყენა და იმედგაცრუება უკან დარჩა და ისევ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ყველანაირი დაპირისპირება როგორც სამსახურში, ასევე სახლში, რადგან ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ეს დღე საუკეთესოა კარიერული ზრდისა და განვითარებისათვის. მერკურის მფარველობის დახმარებით, ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს.

♎სასწორი
ხელსაყრელი დღეა ვაჭრობის სფეროში დასაქმებული სასწორებისთვის. შემთხვევითი შეხვედრა ან ახალი გაცნობა შეიძლება სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. თუ უკვე დაოჯახებული ხართ, შეიძლება არჩევანის გაკეთება მოგიხდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიმშვიდეს დაკარგავთ.

♏მორიელი
თქვენი პრინციპულობა მუშაობის საბოლოო შედეგებზე აისახება და საშუალებას მოგცემთ, წარმატებას მიაღწიოთ. ოჯახური პრობლემები ისევ მთავარ ადგილს დაიჭერს თქვენს ცხოვრებაში და მნიშვნელოვან ხარჯებს მოგთხოვთ. ამ დღეს უმჯობესია მარტო ან უახლოესი ადამიანების გარემოცვაში დაისვენოთ. ერიდეთ სტუმრად წასვლას.

♐მშვილდოსანი
ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების ჯადოსნური დღეა. საკუთარი უფლებების დაცვის სურვილი გარკვეულწილად შეგირბილდებათ, რაც კოლეგებთან და უფროსებთან ურთიერთობაზე დადებითად აისახება. არ არის გამორიცხული, დიდი ხნის ოცნება აისრულოთ. იზრუნეთ დაგროვილი საქმეების დასრულებაზე და საღამო საყვარელ ადამიანებს დაუთმეთ.

♑თხის რქა
ეს დღე საუკეთესოა კარიერული განვითარებისათვის. პირად ცხოვრებაში წარმატებები გელით, მაგრამ მატერიალური საკითხების მოგვარება ადვილი არ იქნება – წარუმატებელი შესყიდვის ან ძველი ვალდებულებების გამო შესაძლებელია ფინანსური მდგომარეობა გაუარესდეს. გირჩევთ, გარშემო ყურადღებით მიმოიხედოთ.

♒მერწყული
ხელსაყრელი დღეა თავისა და საკუთარი შეხედულებების დაცვისთვის. უფროსებთან ურთიერთობისას ეცადეთ, წინდახედულება გამოიჩინოთ. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ მიმართ ნდობა და პოპულარობა გაიზრდება. შემოქმედებითმა პროექტმა შეიძლება, თქვენი ცხოვრება შეცვალოს.

♓თევზები
ეს დღე პირად ცხოვრებაში უამრავ სიურპრიზს გპირდებათ. გირჩევთ ინტიმური შეხვედრები სხვა დროისთვის გადაიტანოთ, რადგან მოსალოდნელია პარტნიორთან კამათი. ახლა ყველაზე მეტად ტაქტი გჭირდებათ. მოთმინება გამოიჩინეთ და ცხოვრება თავად გიკარნახებთ პრობლემიდან სწორ გამოსავალს. თუ შესაძლებელია, ყველა შეხვედრა და ვიზიტი გააუქმეთ და სახლში დარჩით.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *