რას ეძებ?

საზოგადოება სიახლეები

დუშეთში, წყლით სავსე თხრილში ქალის ცხედარი იპოვეს – მას ორი დღე ეძებდნენ

გაზიარება

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დღეს დილით დუშეთში შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. ის რადიოსადგურის დასახლებასთან, წყლის თხრილში ნახეს.

58 წლის ქალი ერთ-ერთ ფერმაში მწყემსად მუშაობდა. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, მას ორი დღე ეძებდნენ, დღეს კი ამ ადგილას გარდაცვლილი იპოვეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ქალი სავარაუდოდ გაიყინა. გარეგნული დათვალიერებით ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *