რას ეძებ?

საზოგადოება სხვადასხვა

დავით სარალიძის მკვლელობაზე მსჯავრდებული გათავისუფლდა

გაზიარება

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ჯანაშია ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება 29 დეკემბერს დატოვა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა გაეტარებინა, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება.

წყარო

ტეგები:

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *