რას ეძებ?

ინტერნეტი სელებრითი

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები – პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)

გაზიარება

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყო­ველ­თვის ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. გე­ნი­ა­ლუ­რი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი დას­თან ერ­თად, ღირ­სე­უ­ლად აგ­რძე­ლებს წი­ნაპ­რე­ბის გზას და ან­სამ­ბლი “სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი“ ისევ ისე­თი წარ­მა­ტე­ბით იპყრობს მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სცე­ნებს, რო­გორც ადრე.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. ის არა­სო­დეს სა­უბ­რობს ღიად პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზეც კი იშ­ვი­ა­თად აძ­ლევს ინ­ტერ­ვი­უს ჟურ­ნა­ლის­ტებს. თუმ­ცა ის დღემ­დე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცია და ყვე­ლა­ზე ხში­რად მას­ზე ჭო­რა­ო­ბენ.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად რუ­სეთ­ში სწავ­ლი­სას, რუს გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც მალე და­შორ­და და ამ ქალ­ზე ქარ­თულ მე­დი­ა­ში არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი და­რია (დაშა) სუ­ხიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გო­გო­ნაა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ილი­კომ ან­სამ­ბლის ერთ-ერთ წევ­რზე, ულა­მა­ზეს გვან­ცა შერ­გე­ლაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. 2001 წლის აგ­ვის­ტო­ში, უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ან­საბ­ლი გას­ტროლ­ზე ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში იყო და 21 წლის გვან­ცა ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა.

იმ სა­ღა­მოს მოვ­ლე­ნე­ბი ასე გან­ვი­თარ­და: გვან­ცა, ილი­კო და მათი ორი მე­გო­ბა­რი კონ­ცერ­ტი­დან სას­ტუმ­რო­ში დაბ­რუნ­დნენ, მაგ­რამ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ თამ­ბა­ქო და­უმ­თავ­რდათ და სას­ტუმ­როს ვესტბი­ულ­ში ჩას­ვლა გა­და­წყვი­ტეს. ბარი და­კე­ტი­ლი დახ­ვდათ და უთხრეს, რომ იქვე, სულ რა­ღაც 300 მეტრში კაფე იყო, სა­დაც მათ თამ­ბა­ქოს შე­ძე­ნა შე­ეძ­ლოთ. რო­დე­საც ნა­ხე­ვა­რი გზა გავ­ლი­ლი ჰქონ­დათ, მათ თავს და­ესხნენ მძარ­ცვე­ლე­ბი. ისი­ნი სამ­ნი იყ­ვნენ. ერთი სი­ტყვაც არ უთ­ქვამთ, ერთ-ერ­თმა ია­რა­ღი ამო­ი­ღო და ოთხი­ვეს და­უ­მიზ­ნა.

მათ ჯი­ბე­ე­ბი ამო­იტ­რი­ა­ლეს და აჩ­ვე­ნეს, რომ არა­ვი­თა­რი ფული არ ჰქონ­დათ, მხო­ლოდ ერთ მე­გო­ბარს წა­არ­თვეს უბ­რა­ლო სან­თე­ბე­ლა. ერთ-ერ­თმა ბო­როტ­მოქ­მედ­მა გვან­ცას ხელი წა­ავ­ლო, რის შემ­დე­გაც, ილი­კომ მას ხელი მოხ­ვია და უკ­ნი­დან გა­და­ე­ფა­რა. ხოლო წი­ნი­დან გვან­ცას ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი გა­და­ფა­რა. მძარ­ცვე­ლებ­მა სამ­ჯერ გა­ის­რო­ლეს. მი­უ­ხე­და­ვად, იმი­სა, რომ გვან­ცა ორ ადა­მი­ანს შუა იყო მოქ­ცე­უ­ლი, ტყვი­ამ მი­ლი­მეტ­რებ­ში გა­ი­ა­რა და გვან­ცას მოხ­ვდა. მძარ­ცვე­ლე­ბი წა­ვიდ­ნენ. ქარ­თვე­ლებ­მა კი ტაქ­სი გა­ა­ჩე­რეს და უმალ­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს დაჭ­რი­ლი გო­გო­ნა, თუმ­ცა ის კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მას შემ­დეგ ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი აღარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა. მის ქა­ლიშ­ვილს და­რი­ას, კი ძი­რი­თა­დად ცნო­ბი­ლი მა­მი­და ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი ზრდი­და. გო­გო­ნა ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

“მა­მი­და­ჩე­მი. ნინო ჩემ­თვის რო­გორც დედა, ისეა. ის მივ­ლის, მან წა­მიყ­ვა­ნა ამე­რი­კა­ში, მი­მიყ­ვა­ნა სკო­ლა­ში. ნი­ნომ მას­წავ­ლა ინ­გლი­სუ­რი, და­მეხ­მა­რა ყვე­ლა­ფერ­ში. უდი­დე­სი ამა­გი აქვს ჩემ­ზე. სა­ნამ ნინო აქ არის ხოლ­მე, მის ქმარ­თან ერ­თად ვარ. საკ­მა­ოდ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ში ვერა. მა­გა­ლი­თად, საჭ­მლის გა­კე­თე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა ხოლ­მე. ხან­და­ხან თვი­თონ ვიმ­ზა­დებ სა­დილს, მა­გა­ლი­თად, შა­ბათ-კვი­რას. ბე­ბი­ა­ჩემ­მა, პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, კვერ­ცხის შეწ­ვა მას­წავ­ლა. და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს მარ­ტო ვა­კე­თებ – ჩაც­მა, მე­ცა­დი­ნე­ო­ბა… ისე, ხან­და­ხან მჭირ­დე­ბა ხოლ­მე დახ­მა­რე­ბა, ხან მე­ზა­რე­ბა რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა და ვინ­მემ უნდა მი­თხრას.”

და­რი­ამ თბი­ლი­სის 55-ე სკო­ლა­ში ოთხი წელი ის­წავ­ლა, შემ­დეგ კი მა­მი­დამ, ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა სა­ცხოვ­რებ­ლად და სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა.

და­რია მა­მის, ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ მას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. გო­გო­ნას წლე­ბის წინ სურ­და მო­ცეკ­ვა­ვე გამ­ხდა­რი­ყო. რო­გორც ჩანს, ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით არ მიჰ­ყვე­ბა, თუმ­ცა, თბი­ლის­ში ყოფ­ნის დროს, სულ “სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეა და ან­სამ­ბლთან ერ­თად გას­ტრო­ლებ­ზეც და­დის.

“სცე­ნის დიდი შიში მაქვს, როცა სცე­ნა­ზე დგა­ხარ, ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ. ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და ბა­ლე­ტი, მაგ­რამ ვიცი, რომ მე ცალ­კე, რო­გორც და­რია სუ­ხიშ­ვი­ლი ვერ ვი­არ­სე­ბებ“, – გა­ნა­ცხა­და და­რი­ამ ზა­ფხულ­ში თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ გა­მო­ფე­ნა­ზე.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლის მე­ო­რე შვი­ლის, ლი­ზის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო. ლი­ზიც რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა მა­მამ წლე­ბის შემ­დეგ გა­ი­გო მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ის და­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე თვით უმ­ცრო­სია. არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი გო­გო­ნას დე­და­ზე. ლიზი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მას­თან ხში­რად ჩა­მო­დის.

“ილი­კოს ორი­ვე გოგო სა­ხე­ლით მი­მარ­თავს. მა­მას არ­ცერ­თი არ ეძა­ხის. ეს სტი­ლი ჩვენს ოჯახ­ში ყო­ველ­თვის იყო, მე და ილი­კოც დე­დას და მა­მას ყო­ველ­თვის სა­ხე­ლე­ბით მივ­მარ­თავ­დით, გო­გო­ე­ბი ძა­ლი­ან ჰგვა­ნან მა­მას, მაგ­რამ ლიზა უფრო, შავგრე­მა­ნია და ილი­კოს­ნა­ი­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს“, – ამ­ბობს ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

loading...
ტეგები:

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *