რას ეძებ?

ინტერნეტი სიახლეები

დავით ბაგრატიონი მეორედ ძველ სიყვარულზე დაქორწინდა – ქართველი პრინცის რჩეული ბეგაშვილია

გაზიარება

გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო კარ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას ახა­ლი წელი ახა­ლი ამ­ბით მი­უ­ლო­ცა. მი­სა­ლოც ფო­ტო­ზე, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ახალ რჩე­ულ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. ქარ­თვე­ლი პრინ­ცის მე­უღ­ლე ირი­ნა ბე­გაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც სა­მე­ფო სახ­ლმა პრინ­ცე­სად მო­იხ­სე­ნია.

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, ვინ არის პრინ­ცე­სა ირი­ნა და რო­დის იქორ­წი­ნა მას­ზე და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ­მა. ჩვე­ნი წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ ირი­ნა ბე­გაშ­ვილ­მა და და­ვით­მა ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ გა­იც­ნეს. მა­შინ და­ვი­თი ჯერ კი­დევ არ იყო ანა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­თან კი და­შო­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ. და­ვი­თი­სა და ირი­ნას ის­ტო­რია დიდ­ხანს გაგ­რძელ­და და წყვი­ლი სწო­რედ მა­შინ და­შორ­და ერ­თმა­ნეთს, რო­დე­საც პრინცმა ანა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე იქორ­წი­ნა.

ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ ანას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე ირი­ნამ და და­ვით­მა ურ­თი­ერ­თო­ბა აღად­გი­ნეს და უკვე წლე­ბია რაც მცხე­თა­ში და­ვი­თის აგა­რაკ­ზე ცხოვ­რო­ბენ. ცოტა ხნის წინ კი გა­ა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რეს ურ­თი­ერ­თო­ბა და პრინცმა მე­უღ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გუ­შინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით პირ­ვე­ლად წა­რუდ­გი­ნა.

ირი­ნა ბე­გაშ­ვი­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე ერთ-ერთ ბან­კში პი­რად ბან­კი­რად მუ­შა­ობ­და. რო­გორც ჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, ირი­ნამ თა­ვის დრო­ზე და­ვით­თან გან­შო­რე­ბა ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა.

“და­ვი­თი და ირი­ნა წლე­ბია ერ­თად ცხოვ­რო­ბენ და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან. და­ვი­თი ძა­ლი­ან კარ­გად ექ­ცე­ვა ირი­ნას” – ამ­ბობს ის.

და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ლი სკან­და­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით გახ­და. ანა ბაგ­რა­ტი­ონ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბი­სა და გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ქარ­თვე­ლი პრინ­ცი მო­დელ და ტე­ლე­წამ­ყვან შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­ზეც იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და რო­გორც ტე­ლე­წამ­ყვან­მა არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, და­ვი­თი მას სას­ტი­კად ექ­ცე­ო­და და სწო­რედ ანას გამო მი­ა­ტო­ვა.

 

ჩვე­ნი წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ და­ვი­თი ანას­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე ირი­ნა ბე­გაშ­ვილ­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და არა შო­რე­ნა­ზე, რო­მელ­თა­ნაც მცი­რეხ­ნი­ა­ნი რო­მა­ნი აკავ­ში­რებ­და. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით სა­მე­ფო კა­რის ორი შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლი და ანა ბაგ­რა­ტი­ონ გრუ­ზინ­სკი სკან­და­ლუ­რი გან­ქორ­წი­ნე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ამა­ჟა­მად ნორ­მა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

ანას და და­ვითს სა­ერ­თო შვი­ლი გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ო­ნი ჰყავთ, რო­მე­ლიც მა­მას­თან ერ­თად ხში­რად ჩნდე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო კარი, მას მო­მა­ვალ მე­ფედ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

სტატიის წყარო

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *