რას ეძებ?

საქართველო სიახლეები

რუსთავში, მუშა 6 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა

გაზიარება

რუსთავში საწარმოო ტრავმით მუშა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორუსთავი ავრცელებს.

59 წლის მამაკაცი საწარმო “ჯეოსთილში“ იყო დასაქმებული. როგორც “ჯეოსთილის” ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერმა დავით ბეჟიტაშვილმ განაცხადა, მამაკაცი არმატურის საწყობში, 6 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.

“ჩვენთან ქარხანაში მოხდა ეს ინციდენტი, ჩამოვარდა ადამიანი, დაეცა დაბლა და შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში. პირველადი დახმარება იქ გაუწიეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გადარჩა”, – განაცხადა დავით ბეჟიტაშვილმა.

პაციენტი საწარმოო ტრავმით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში შაბათს, 26 დეკემბერს მოათავსეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მოადგილე დავით გოგოძემ “ინფო რუსთავს” განუცხადა, მამაკაცი კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს.

“პაციენტი შემოიყვანეს საწარმოო ტრავმით. შუახნის მამაკაცი იყო გადმოვარდნილი სიმაღლიდან. ჰქონდა უმძიმესი ტრავმები, თავის ტვინის, გულ-მკერდის ტრავმა, ნეკნების, მალების მოტეხილობით, მკერდის ძვლის, ფილტვების დაზიანებით. მიღებული ღონისძიებების მიუხედავად პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა დავით გოგოძემ.

საწარმო გარდაცვლილის ოჯახს 4000 ლარის ოდენობით დაეხმარა.

სტატიის წყარო

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *