რას ეძებ?

საქართველო სელებრითი

“ეს შემთხვევით შევიტყვე, ახლობელმა მითხრა… ლამის გული გამისკდა… ძალიან შევწუხდი, გავგიჟდი” – ლიზა ყენია

გაზიარება

– ტელეგადაცემაში მოწვეული მომღერლისთვის ჰონორარის გადახდასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსის დაწერა რამ გადაგაწყვეტინა?
– გულწრფელად გეტყვი: იცი, პირველად ეს ბრაზი რატომ გამიჩნდა? ტაქსის ფული არ მქონდა, რომ დანიშნულების ადგილამდე მივსულიყავი. ძალიან გავბრაზდი, ოღონდ – იმის გამო, რომ გადაცემაზე უნდა მივსულიყავი ლამაზი, კარგ ფორმაში მყოფი, მაკიაჟით… უნდა მესაუბრა, მემღერა… ის ადამიანები კი, ვისთვისაც ამას ვაკეთებ, ხელფასს იღებენ. ყველამ კარგად იცის, ქვეყანაში როგორი სიტუაციაა: კონცერტები არ არის, არაფერი ხდება (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი პროფესიის წარმომადგენლების პრობლემაზე ვსაუბრობ). ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვეულებრივი მოქალაქე გადაცემაში რომ მიგყავს და თუნდაც, 5 წუთით ალაპარაკებ, ხომ შეიძლება, ტელევიზია მგზავრობის ფულს მაინც იხდიდეს, არა? იმ ჰონორარს არ ვითხოვ, რასაც მაგალითად, მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტში ვიღებ. უბრალოდ, იმის კულტურა უნდა არსებობდეს, რომ როცა სტუმარს იწვევ, მინიმუმ, 100 ლარი ან გზის ფული მაინც აჩუქო (იცინის). საშუალება მომეცი, რომ შენამდე მოვიდე, რა…

– ამჟამად, შენი შემოსავლის წყარო რა არის?
– პირველ რიგში, “ინსტაგრამი”, რომელიც ძალიან მიყვარს და სადაც სხვადასხვა კომპანიას რეკლამას ვუკეთებ. ასევე, ჩემი “ტანსაცმლის ხაზი” შევქმენი: სეზონურად, ლიმიტირებული კოლექციები გამოდის. სამოსის შექმნისას ჩემს ნახატებს ვიყენებ – ვხატავ და ტანსაცმელზე გადამაქვს… ასევე, ბიზნესის მართვას მივყავი ხელი: კოსმეტიკისა და სახის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი გერმანული ბრენდის წარმომადგენელი ვარ საქართველოში (კონტრაქტი გავაფორმე). ესეც ჩემი შემოსავლის ერთგვარი წყაროა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბევრი სამუშაოა. ცუდი პერიოდი დაგვემთხვა…

– დღეს შენს ფინანსებს როგორ განკარგავ?
– მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი შემოსავალი მქონდა, რაღაცნაირად, ფულის არსებობას პატივს ნაკლებად ვცემდი – ყოველთვის ხარჯვა მიყვარდა. დროთა განმავლობაში, ფულის ყადრი ვისწავლე: მივხვდი, როგორ შევინახო, კარგი საქმისთვის გამოვიყენო და ა.შ.

– თაღლითობის მსხვერპლი გამხდარხარ?
– რამე ფინანსურ მაქინაციაში არ გავხვეულვარ, მაგრამ წლების წინ, “ფეისბუკზე” ჩემი “პროფილი” 1 წლით გაუქმებული მქონდა. თურმე, ვიღაცას ჩემი სახელით მაინც შეუქმნია და ხალხს თანხას სთხოვდა. ეს შემთხვევით შევიტყვე: ახლობელმა მითხრა, – ბოდიში, ლიზა, გუშინ ვერ დაგეხმარეო… ლამის გული გამისკდა! ძალიან შევწუხდი, გავგიჟდი!.. მერე გავარკვიე, რომ ჩემი სახელით, ვიღაც მთელი წელი ბედნიერად ცხოვრობდა (იცინის). შემდეგ ჩემი “პროფილი” აღვადგინე, იმ ადამიანს კი – გავაუქმებინე. ახლა ამ ამბავს ხუმრობით ვყვები და ვიცინი, მაგრამ მაშინ ძალიან ვინერვიულე…

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *