რას ეძებ?

სხვადასხვა

30 დეკემბერს წლის უკანასკნელი სავსემთვარეობაა – ორკვირიანი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

გაზიარება

30 დე­კემ­ბერს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში. ამ მოვ­ლე­ნა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტია უკვე მო­გიმ­ზა­დეთ, ახლა კი გა­ე­ცა­ნით ორ­კვი­რი­ან პროგ­ნოზს. სა­სურ­ვე­ლია, წა­ი­კი­თხოთ ინ­ფორ­მა­ცია თქვე­ნი მზის, ას­ცენ­დენ­ტი­სა და მთვა­რის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით.

  • ვერ­ძი

შინ შექ­მე­ნით მშვი­დი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი, თბი­ლი და ტკბი­ლი გა­რე­მო. მო­ამ­ზა­დეთ თქვე­ნი სა­ფირ­მო კერ­ძე­ბი, მორ­თეთ სახ­ლი. იზ­რუ­ნეთ ბავ­შვებ­ზე, მშობ­ლებ­ზე, ბე­ბია-ბა­ბუ­ა­ზე. გა­მო­ავ­ლი­ნეთ სი­კე­თე და პა­ტი­ვის­ცე­მა მათ მი­მართ. შე­ეხ­მი­ა­ნეთ ნა­თე­სა­ვებს, ონ­ლა­ინ მა­ინც, თუ რე­ა­ლუ­რად ვერ შეხ­ვდე­ბით. გა­და­ხე­დეთ პი­რად ნივ­თებს, მო­ა­წეს­რი­გეთ. გა­იხ­სე­ნეთ რა იყო ღი­რე­ბუ­ლი ამ წელს და რისი მიღ­წე­ვა გსურთ 2021-ში.

  • კურო

გა­ა­უმ­ჯო­ბესთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და-ძმებ­თან, მე­გობ­რებ­თან, მე­ზობ­ლებ­თა­ნაც. შე­ეხ­მი­ა­ნეთ ერ­თმა­ნეთს. ზოგი მი­ი­ღებს სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას. გახ­შირ­დე­ბა ზა­რე­ბი და მი­მო­წე­რა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა გა­და­წყვი­ტოს. და­ა­რე­გუ­ლი­რეთ ურ­თი­ერ­თო­ბა თქვენ­თვის სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის­თა­ნაც მო­მა­ვალ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აპი­რებთ.

  • ტყუ­პი         

ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი იქ­ნე­ბა ფული. ჩა­მო­წე­რეთ სა­ყიდ­ლე­ბის, სა­ჩუქ­რე­ბის სია, რაც ახლა უნდა შე­ი­ძი­ნოთ და მო­მა­ვალ წელ­საც. აგ­რეთ­ვე, იმ საქ­მე­ე­ბი­სა და ქმე­დე­ბე­ბის, რაც მო­მა­ვალ­ში მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას მო­გი­ტანთ. და­ი­ცა­ვით ბა­ლან­სი შე­მო­სა­ვალ-გა­სა­ვალს შო­რის. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ფული სარ­ფი­ა­ნად და­ა­ბან­დოს. გა­და­ხე­დეთ თქვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს (ხელ­საქ­მე, ცოდ­ნა), რამ შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი.

    • კირჩხი­ბი

რო­გორც წესი, მუ­დამ სხვებ­ზე ზრუ­ნავთ, მაგ­რამ ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე სა­კუ­თა­რი თავი უნდა და­ა­ყე­ნოთ სხვებ­ზე წინ. შე­გიძ­ლი­ათ შე­იც­ვა­ლოთ ჩაც­მის სტი­ლი, გა­რეგ­ნო­ბა, ვარ­ცხნი­ლო­ბა მა­ინც. სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბიც სხვებს გა­და­უ­ნა­წი­ლეთ, თა­ვად კი უხელ­მძღვა­ნე­ლეთ. და­ფიქ­რდით, შე­იძ­ლე­ბა ისე­თი იდე­ე­ბი გაქვთ, რისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც ადრე წარ­მო­უდ­გე­ბე­ლი იყო, ახლა კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გეძ­ლე­ვათ. იაქ­ტი­უ­რეთ, გა­მარ­ჯვე­ბა მხო­ლოდ თქვენს მონ­დო­მე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

  • ლომი

იოც­ნე­ბეთ, იფან­ტა­ზი­ო­რეთ, რა სურს თქვენს სულ­სა და გულს რე­ა­ლუ­რად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გიყ­ვართ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ცოტა ხნით უნდა გან­მარ­ტოვ­დეთ, ჩა­ი­ხე­დოთ სა­კუ­თარ თავ­ში, რა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ მო­მა­ვალ­ში. ეცა­დეთ, ამ 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­ეხ­მა­როთ გარ­შე­მო მყო­ფებს (ფუ­ლით, სა­მო­სით, პრო­დუქ­ტე­ბით). იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

  • ქალ­წუ­ლი

კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­ა­ხალ­წლოდ შინ მი­ი­პა­ტი­ჟებთ მე­გობ­რებს (ვირ­ტუ­ა­ლუ­რად მა­ინც), თა­ნა­მო­აზ­რე­ებს. გარ­თო­ბას­თან ერ­თად შე­გიძ­ლი­ათ სა­მო­მავ­ლო იდე­ე­ბიც კი გა­ნი­ხი­ლოთ და ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი და­სა­ხოთ. რო­გორც წესი, მუ­დამ სხვებ­ზე ზრუ­ნავთ და ახლა მად­ლი­ე­რე­ბით მი­ი­ღეთ დახ­მა­რე­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბა მე­გობ­რე­ბის­გან.

  • სას­წო­რი

პირ­ველ რიგ­ში სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი უნდა მო­აგ­ვა­როთ, და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და­ას­რუ­ლოთ. ახალ წელს გარ­თო­ბი­სა და მხი­ა­რუ­ლე­ბის ნაც­ვლად მუ­შა­ო­ბა მო­გი­წევთ. თუნ­დაც სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სად­გე­ნად. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რისი მიღ­წე­ვა გსურთ, კა­რი­ე­რის თვალ­საზ­რი­სისთ. ზოგს კი სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი გე­ლით. გა­და­ხე­დეთ წარ­სულ წელს და გა­მო­ი­ტა­ნეთ სწო­რი დას­კვნე­ბი, რათა და­სა­ხოთ მო­მავ­ლის გეგ­მა. და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ნუ მო­აკ­ლებთ ოჯა­ხის წევ­რებს მზრუნ­ვე­ლო­ბას და მო­უ­წყევთ მათ დღე­სას­წა­უ­ლი.

  • მო­რი­ე­ლი

მას­შტა­ბუ­რად შე­ხე­დეთ მოვ­ლე­ნებს. შე­იძ­ლე­ბა, სწო­რედ ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნოთ ის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი, რა­საც ადრე ვერ ამ­ჩნევ­დით. კარ­გი პე­რი­ო­დი დგე­ბა ჩა­ნა­ფიქ­რის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან და მათ­გან რჩე­ვა­საც კი მი­ი­ღებთ. და­უთ­მეთ დრო სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბას. შან­სი მო­გე­ცე­მათ, რომ მი­ი­ღოთ მეტი გა­ნათ­ლე­ბა. შე­საძ­ლოა მი­ი­ღოთ სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბის შან­სიც.

  • მშვილდოსანი

 

იზრუნეთ პარტნიორულ ფინანსებზე, მოაგვარეთ საბანკო და სადაზღვევო საკითხები. კაპიტალდაბანდება და ინვისტიცია დიდ ყურადღებას საჭიროებს. ზოგიერთი მიხვდება, რომ რაღაც უნდა მიატოვოს, წარსულში დატოვოს. ჩამოყალიბდით, ფული რამ (ნიჭი, შესაძლებლობა) უნდა მოგიტანოთ. ერთი სიტყვით, მომდევნო ორი კვირის მთავარი თემა ფინანსები გახდება.

 

  • თხის რქა

 

დააკვირდით თქვენს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებს. თუ მარტოხელა ხართ, გადახედეთ გარემოცვას, ვინ გინდათ, რომ იყოს თქვენ გვერდით. ზოგიერთს მოგინდებათ ხანგრძლივი და ჰარმონიული ურთიერთობის შექმნა. საყვარელ ადამიანს ხშირად მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი, გაანებივრეთ საჩუქრებით. თუმცა, სხვაზე ზრუნვაში საკუთარ თავს ნუ დაივიწყებთ.

 

  • მერწყული

 

ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობა. მომავალ წელს უამრავი საქმე და პროექტი გელოდებათ, ამიტომ, უმჯობესია, თადარიგი აქედანვე დაიჭიროთ და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი, იმუნიტეტის გასაძლიერებელი პროცედურები ჩაიტაროთ. გამონახეთ დასვენების, დაძაბულობის მოხსნის შესაძლებლობა. დაფიქრდით, იქნებ, დღის განარიგი (ძილი, ჭამა) ითხოვს შეცვლას. კოლეგებთან გირჩევთ, კარგი დამოკიდებულება გქონდეთ.

 

  • თევზები

 

მომდევნო ორ კვირაში რომანტიკული თავგადასავლების, გართობის, შემოქმედებითი იდეების განხორციელების პერიოდი დაგიდგებათ. მეტი დრო გაატარეთ თქვენს შვილებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად. მიეცით თავს უფლება, რომ ბავშვივით იმხიარულოთ და იყოთ ბედნიერი. ჩაერთეთ ყველა კონკურსში, კარნავალში. შეგიძლიათ თავადაც მოაწყოთ მხიარულება. საყვარელი ადამიანი კი ხშირად გაანებივრეთ რომანტიკული საღამოებით.

 

სტატიის წყარო

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *