რას ეძებ?

სხვადასხვა

რატომ აცვია ნატო გელაშვილს ყოველთვის შავები და რა ტრაგედია დატრიალდა მის ოჯახში?

გაზიარება

კომპოზიტორი ნატო გელაშვილი მის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე ყვება და ამბობს, რომ საინფორმაციო გადაცემებს აღარ უყურებს, რადგან ამდენი ცუდი ინფორმაცია უფრო უმძიმებს გულს.

“აღარ ვრთავ საინფორმაციო გადაცემებს, რადგან ინტერნეტში რასაც წავაწყდები, ისიც გულს მიმძიმებს. ამას მირჩევნია, მეგობრებს დავურეკო, მოვიკითხო, თუ ვინმეს რაიმე უჭირს, გავამხნევო. მე ეს პერიოდი გადავლახე და ყველას ვამხნევებ, ვეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცუდზეც აღარ ვლაპარაკობ, მით უმეტეს, შვილები მყავს და სულ ვცდილობ, მათ დადებითი, მშვიდი გარემო შევუქმნა.

ისედაც, ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტრაგედია გადავიტანე: სამ წელიწადში მიყოლებით დავმარხე 43 წლის ახალგაზრდა ძმა, დედა და მამა – ამაზე დიდი განსაცდელი ადამიანისთვის რა უნდა იყოს?!. ამ ამბავმა დამანგრია, ერთხანს ვფიქრობდი, რომ ცხოვრება დამთავრდა და ახლა სიკვდილზე ფიქრი აღარ მინდა.

ყველაფერს განვიცდი, ყველას ტრაგედია გულს მტკენს და ამიტომაც ვცდილობ, აღარ მოვუსმინო“, – აცხადებს ნატო გელაშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

loading...
ტეგები:

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *