რას ეძებ?

სხვადასხვა

რას მოგვიტანს წლის ბოლო, მე-13 სავსემთვარეობა, რომელიც 30 დეკემბერსაა – როგორ უნდა შეხვდეთ მას და რას გვირჩევენ ასტროლოგები

გაზიარება

30 დე­კემ­ბერს კირჩხი­ბის მე­ცხრე გრა­დუს­ში მე-13 სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით. რო­გორც წესი, წე­ლი­წად­ში 12 ახალმთვა­რე­ო­ბა და 12 სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვაქვს, მაგ­რამ ეს წელი გა­მო­ნაკ­ლი­სია. იმი­თაც, რომ წელს 6 დაბ­ნე­ლე­ბა გვქონ­და და აქე­დან 4 – მთვა­რის. ეს მე­ო­რე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაა კირჩხიბ­ში, პირ­ვე­ლი 10 იან­ვარს გვქონ­და, 21-ე გრა­დუს­ში, მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა­ზე. და სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ წრე შე­იკ­რა, – 2020 წელი კირჩხიბ­ში სავ­სემ­თვა­რე­ო­ბით და­ი­წყო და სრულ­დე­ბა კი­დეც.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ 2020 წლის მმარ­თვე­ლი მთვა­რე იყო. მთვა­რე ეს არის სი­კე­თე, კვე­ბა, აღ­ზრდა, გა­რე­მოს­თან ადაპ­ტა­ცია, ემო­ცი­უ­რო­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დე­დას­თან, ქა­ლებ­თან, ბავ­შვებ­თან (მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა), სახ­ლში სიმ­ყუდ­რო­ვის შექ­მნა, ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი (მი­ვი­წყე­ბუ­ლის აღ­დგე­ნა), სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, თვი­სე­ბა-ჩვე­ვე­ბი, გემ­რი­ე­ლო­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ეს თვი­სე­ბე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ამ წელს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, რა თქმა უნდა, მისი პი­რა­დი რუ­კის მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბით.

მო­მა­ვა­ლი 2021 წელი კი სა­ტურ­ნის იქ­ნე­ბა. ეს არის სიმ­კაც­რე, კონ­ტრო­ლი, კონ­კრე­ტუ­ლო­ბა, შე­ზღუდ­ვე­ბი და აკ­რძალ­ვე­ბი. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს მო­ე­თხო­ვე­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, კარ­გად გა­აზ­რე­ბულ-გათ­ვლი­ლი მიზ­ნე­ბი და გეგ­მე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. თუმ­ცა, ამა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით…

თუ წელს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან, – უფ­რო­სებ­თა­ნაც და უმ­ცრო­სებ­თა­ნაც, ეს ძა­ლი­ან კარ­გია. ზო­გი­ერ­თზე ჩა­კე­ტი­ლო­ბამ და ერ­თჭერ­ქვეშ ყოფ­ნა­მაც იმოქ­მე­და. და­ფიქ­რდით, ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი მთვა­რის თვი­სე­ბე­ბი­დან რო­მე­ლია თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რო­მე­ლი გახ­და წელს აქ­ტუ­ა­ლუ­რი. თუმ­ცა, ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ მე­დალს ორი მხა­რე აქვს და მთვა­რე­საც აქვს უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი, ესე­ნია: ინ­ფან­ტი­ლუ­რო­ბა, მე­ლან­ქო­ლია, ტი­რი­ლი­სა და ის­ტე­რი­კი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა, დე­დუ­რი ინ­სტინ­ქტის ჩახ­შო­ბა, ჭირ­ვე­უ­ლო­ბა, კრი­ტი­კუ­ლო­ბა, წვრილ­მა­ნებ­ზე გა­მო­კი­დე­ბა, დაბ­ნე­უ­ლო­ბა, გან­წყო­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა. თუ ეს თვი­სე­ბე­ბი უფრო ჭარ­ბობს თქვენ­ში, ეცა­დეთ, ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე იმუ­შა­ოთ სა­კუ­თარ თავ­ზე და გა­მო­ას­წო­როთ ის, რაც ზი­ანს თქვენ­ვე მო­გი­ტანთ.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა 30 დე­კემ­ბერს, კირჩხი­ბის მე-9 გრა­დუს­ში, 7:28-ზე. ჩა­ი­ხე­დეთ პი­რად რუ­კა­ში, რა პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი გაქვთ კირჩხი­ბის ან თხის რქის 6-12 გრა­დუ­სებ­ში ან რო­მე­ლი სახ­ლე­ბი ხვდე­ბა ამ სფე­რო­ებ­ში, ის თე­მე­ბი გახ­დე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი.

რად­გან სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კირჩხიბ­შია, მზე ახლა თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში ხვდე­ბა და ისი­ნი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ კირჩხი­ბის თე­მებს, ესე­ნია: სახ­ლი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი; ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, წი­ნაპ­რე­ბი; გე­ნე­ტი­კუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ოჯა­ხუ­რი კარ­მა, წი­ნაპ­რებ­თან კავ­ში­რი; ად­რე­უ­ლი ბავ­შვუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, ბავ­შვო­ბის ტრავ­მებ­თან მუ­შა­ო­ბა, ში­ნა­გა­ნი ბავ­შვი, და­ფეხ­მძი­მე­ბა და მშო­ბი­ა­რო­ბა; სა­კუ­თა­რი თვი­სე­ბე­ბის – ცვა­ლე­ბა­დო­ბა, ბუ­ტი­ა­ო­ბა, ჯუ­ჯღუ­ნი, მე­ლან­ქო­ლია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ვერ მი­ღე­ბა – გა­მოს­წო­რე­ბა; ისე­თი თვი­სე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა: ემ­პა­თია, გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა, სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა და მათ­ზე ზრუნ­ვა; რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა. არ­ქე­ტი­პი: აღ­მზრდე­ლი, დედა, დი­ა­სახ­ლი­სი, მომ­ვლე­ლი, მზა­რე­უ­ლი.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს – 30 დე­კემ­ბერს, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დეთ გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ნუ მო­ინ­დო­მებთ შე­უ­თავ­სებ­ლის შე­თავ­სე­ბას. და ამას­თა­ნა­ვე, ეს დღე მო­ი­თხოვს, რომ არ გა­დავ­ვარ­დეთ ილუ­ზი­ებ­ში, მო­ვე­რი­დოთ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებს და თა­ვა­დაც გა­აზ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგათ, ნუ გა­მო­ვავ­ლენთ სი­ძუნ­წეს, ნუ მი­ვი­სა­კუთ­რებთ იმას, რაც ჩვე­ნი არაა. ფული ხარ­ჯეთ ზო­მი­ე­რად, ბანკთან ურ­თი­ერ­თო­ბა მაქ­სი­მა­ლურ დაკ­ვირ­ვე­ბას მო­ი­თხოვს. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ რამე ძვი­რად ღი­რე­ბულს ყი­დუ­ლობთ ან ფული უნდა გა­და­რი­ცხოთ.

ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა მო­ეჩ­ვე­ნოს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი აკ­ლია, ან იყოს უკ­მა­ყო­ფი­ლო, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი, რაც ხდე­ბა მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. შე­საძ­ლოა სა­კუ­თარ თავ­ში ეძე­ბოთ დამ­ნა­შა­ვე ან სხვე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ. გირ­ჩევთ, ნუ მი­ი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­მა­კა­ცე­ბო, გან­სა­კუთ­რე­ბით მოგ­მარ­თავთ, რომ არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ქა­ლებ­თან, ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი არი­ან.

სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ალ­კოჰოლ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ეს გაფრ­თხი­ლე­ბა იან­ვრის და­სა­წყი­სამ­დე გრძელ­დე­ბა. დაკ­ვირ­ვე­ბით იყა­ვით მე­დი­კა­მენ­ტებ­თან და ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან.

ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა უჩ­ვე­უ­ლო გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვოს იმ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, რაც დიდი ხანი აწუ­ხებ­და. მო­ი­ცი­ლეთ ცუდი გან­წყო­ბა, არ იწუ­წუ­ნოთ და არა­ვინ და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ თქვენს უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ში. პი­რი­ქით, იყა­ვით ოპ­ტი­მის­ტურ, სა­სი­ხა­რუ­ლო გან­წყო­ბა­ზე, ეცა­დეთ, გარ­შე­მო მყო­ფე­ბიც გა­ამ­ხი­ა­რუ­ლოთ, ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ავ­ლი­ნეთ გუ­ლუხ­ვო­ბა. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ზე (2-3) იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას, ეცა­დეთ, სა­ა­ხალ­წლოდ ყვე­ლა ოჯა­ხის წევ­რი შინ შეკ­რი­ბოთ, დე­დე­ბი­სა და ბე­ბი­ე­ბის რე­ცეპ­ტით მო­ამ­ზა­დეთ კერ­ძე­ბი. შინ ოჯა­ხუ­რი, თბი­ლი გა­რე­მო შექ­მნათ და იზ­რუ­ნოთ თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე.

ბედ­ნი­ერ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

სტატიის წყარო

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *