რას ეძებ?

საქართველო

30 დეკემბერს 3 სახეობის პროდუქტი უფასოდ დარიგდება

გაზიარება

წნორში მცხოვრები გურამ ქურხულიშვილი გაჭირვებულ მარტოხელა თანამოქალაქეებს, პურს, მანდარინს და ვაშლს უფასოდ დაურიგებს.

ის იმედოვნებს, რომ მის ინიციატივას სხვებიც გამოეხმაურებიან და უფრო მეტი მოქალაქის დახმარებას შეძლებენ.

„მოგესალმებით მეგობრებო. არასოდეს გამოვირჩევი ესეთი პოსტებით, მაგრამ მინდა დავწერო ერთადერთი მიზნით, რომ სიკეთე გადამდებია და მინდა სხვებიც ავიყოლიო…

ამ ახალ წელს განსაკუთრებით რთულად ხვდება ჩვენი ქვეყანა და ამ პანდემიამ უარესად დაატყო კვალი გაჭირვებულ მოსახლეობას. მინდა, მოკრძალებული წვლილი შევიტანო და შესაძლებისდაგვარად შევეშველო ჩემი ქალაქის გაჭირვებულ მარტოხელა ადამიანებს.

30 დეკემბერს, ოთხშაბათს 15-დან 18 საათამდე ჩემს მაღაზიასთან დავარიგებთ 200 პურს, 100 კგ. მანდარინს და 100 კგ. ვაშლს გაჭირვებულებზე და ვისაც არ შეუძლია მოსვლა, მოგიტანთ სახლში…“ – წერს გურამ ქურხულიშვილი.

loading...
ტეგები:

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *