რას ეძებ?

სიახლეები

“ღმერთმა საჩუქარი გამიკეთა და გულით რომ ვინატრე… შევუკვეთე და მოვიდა. მადლობა ღმერთს… ძალიან გახარებული ვარ” – ზურა ხაჩიძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

გაზიარება

ზურა ხაჩიძე: – ღმერთმა საჩუქარი გამიკეთა და გულით რომ ვინატრე, გათოვდა. მინდოდა… და ისეთი ლამაზია ტაბაკინის მონატერი და ტყე, სულ გადათეთრებულია. შევუკვეთე და მოვიდა. მადლობა ღმერთს.

20 წელია ერთი წელიც არ ჩავარდნილა, სულ კონცერტი მაქვს 25 დეკემბერს. “ქუჩის ბიჭებს” ტრადიცია გვქონდა  და ამ დღეს კონცერტს ვმართავდით. ძირითადად “ბერიკონში”.

მილოცვების ტალღას მაინც ვერ ავცდი. უამრავ მილოცვას ვიღებ.

საღამოს ლოცვის შემდეგ, სიმბოლურად, დამლოცავენ მამები.

ამდენი თბილი სიტყვისთვის ყველას მადლობას გეტყვით.

ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ხათუნას კარგად ყოფნაა, რისთვისაც ჩავიფიქრე აქ წამოსვლა, მისი გამოჯანმრთელებისთვის.

სხვათა შორის, ერთი კვირით ჩამოვედი თბილისში, სისხლის ანალიზები აიღო და კარგი პასუხები აქვს! ძალიან გახარებული ვარ. მადლობა უფალს, ჩემს თხოვნას რომ ისმენს.

ჩემს ცხოვრებაში ღმერთის ხელი ურევია. სხვანაირად იმ ყველაფერს ვერც მივაღწევდი, რაც მაქვს და არც ხალხის ამხელა სიყვარული მექნებოდა. ბედნიერი ვარ…

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *