რას ეძებ?

სხვადასხვა

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

უკიდურესად უარყოფითი დღეა. მოთმინება და გამძლეობა უფრო მეტად გჭირდებათ, ვიდრე ოდესმე. პარტნიორების არაკეთილსინდისიერება ან არაკეთილმოსურნე ადამიანის ცილისწამება საქმიანობის შედეგებზე უარყოფითად აისახება. გამორიცხული არ არის, უპასუხისმგებლო ან ემოციური განცხადებების გამო თავდასხმების სამიზნეც იქცეთ.

კურო

ამ დღეს, თავისუფლად შეგიძლიათ ისეთ საქმეებსაც კი შეეჭიდოთ, რომლებზეც ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ. თქვენი ოპტიმიზმი და სიმტკიცე გარშემო მყოფთა თვალში ღირსებას გმატებთ. ნებისმიერი შეხვედრა და მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება. ამ დღეს თქვენთვის ძალიან ადვილი იქნება პარტნიორებთან შეთანხმება.

ტყუპები

რთული და საშიში დღეა, რომელსაც ტყუილები, ილუზიები და იმედგაცრუება ახლავს. ეცადეთ, ცდუნებებს გაუმკლავდეთ და პასუხისმგებლობის გრძნობა არ დაკარგოთ. გირჩევთ, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდეთ და მეორეხარისხოვან საკითხებზე დრო არ დაკარგოთ. ერიდეთ სიბნელეს. თუ ხმაურიანი დღესასწაულები გიზიდავთ, მეგობრებთან ერთად, წვეულებაზე წადით. თუ განმარტოების მოყვარული ხართ, უმჯობესია, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

კირჩხიბი

ამ დღეს არასასურველია ისეთი საქმის დაწყება, რომელზეც არცთუ მკაფიო წარმოდგენა გაქვთ. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარ მოვალეობებზე უარის თქმა თქვენს ავტორიტეტს დააზიანებს. უარი თქვით საქმიანი შეხვედრაზე, რადგან პრინციპულ საკითხებზე პარტნიორებთან შეთანხმება გაგიჭირდებათ. ასე რომ, გადადეთ საქმიანი შეხვედრები ხვალამდე.

ლომი

ამ დღეს მოსალოდნელია დაპირისპირება თანამშრომლებთან ან უფროსებთან. ეცადეთ, საკუთარი სიტყვებისა და მოქმედებების მიმართ ისეთი კრიტიკული იყოთ, როგორც არასდროს. მოთმინება და გამძლეობა გმართებთ. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები და ემოციური სტრესი. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცის ბოროტი ხუმრობების მსხვერპლი გახდეთ.

ქალწული

თუ მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდით, შეეცადეთ, არ ინერვიულოთ. გირჩევთ პრობლემები არ დააგროვოთ და ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ყველაფერი გააკეთეთ ოჯახური კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ერიდეთ ჩხუბს და აყალმაყალს. ყურადღება მიაქციეთ ბავშვების ჯანმრთელობას.

სასწორი

ურთიერთობების გაფართოებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან ძველი კავშირების განახლება. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზე, რაც საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდეთ. გირჩევთ, თავი შეიკავოთ ხანგრძლივი მგზავრობისგან.

მორიელი

არახელსაყრელი დღე ფინანსური ოპერაციების, უძრავი ქონების შეძენის, რემონტისა და ქორწინებისთვის. ბევრი მორიელი იძულებული გახდება, სამსახური დატოვოს. გაურკვევლობის მიუხედავად, ეს შვებას მოგგვრით. ძველ მეგობრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია ბზარების გაჩენა. ყურადღება გამოიჩინეთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. გამორიცხული არ არის ინფექციური დაავადება.

მშვილდოსანი

ამ დღეს ილუზიები და იმედგაცრუება მოაქვს. შინაგანი ენერგიის სიჭარბე შეიძლება არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ახლობელ ადამიანებთან თქვენი ურთიერთოიბისთვისაც დამანგრეველი იყოს. ეცადეთ, ცდუნებებს შეეწინააღმდეგოთ და მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში წარმატება და, ზოგადად, პირადი ცხოვრება მხოლოდ თქვენს მოქმედებაზეა დამოკიდებული.

თხის რქა

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იკლებს, ამიტომ არსებობს მოტყუების ან მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის საშიშროება. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და თავი შეიკავეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენისგან. არ არის გამორიცხული ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში ვითარებაც კი. გამოიჩინეთ მოთმინება და გამძლეობა. ერიდეთ ოჯახურ კონფლიქტებს და დაპირისპირებებს.

მერწყული

დღეს მოგეჩვენებათ, რომ საფრთხემ ჩაიარა და ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ეს მატყუარა გრძნობაა. ვარსკვლავები გირჩევენ, წინდახედულება გამოიჩინოთ უფროსებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას. სიტუაცია შეიძლება უარესობისკენ ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს. ერიდეთ ახალი ნაცნობებს. ეს ხალხი მომავალში უამრავ პრობლემას შექმნის.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, ფინანსური ოპერაციებისა და ბიზნეს-გარიგებების დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ. შეიძლება, ნათესავებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თქვენი ყურადღება დასჭირდეთ. გახსოვდეთ, რომ კრიტიკულ სიტუაციებში ალკოჰოლი ცუდი დამხმარეა.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *