რას ეძებ?

COVID19

მისი დაზიანების შემთხვევაში, დაავადებას ვერ გაუმკლავდებით – გიორგი ფხაკაძე

გაზიარება

კორონავირუსულ დაავადებაში, (COVID-19) ჩნდება სიმპტომების ხანგრძლივი ეფექტები ტერმინით “ხანგრძლივი კოვიდი” – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კვლევის შედეგები 8 დეკემბერს გახდა ცნობილი.

კვლევის მიხედვით, ინფიცირებიდან დაახლოებით, 45 დღის შემდეგაც კი, სიმპტომები აღენიშნებათ.

10 დღის შემდეგ, კორონავირუსით დაავადებულთა მეთვალყურეობა წყდებოდა, თუ პაციენტები უარს განაცხადებდნენ ექიმთან შემდგომ კომუნიკაციაზე და მხოლოდ იმ პაციენტებს კი ურეკავდნენ ყოველ 24 საათში, ვისაც კლინიკური სიმპტომები უარესდებოდათ.

ბოლო ეტაპზე, ყველა პაციენტს უკავშირდებოდნენ დიაგნოზირებიდან 30-45 დღის შემდეგ. საბოლოო ჯამში, 703 მონაწილისგან, 669 ამბულატორიული პაციენტი შევიდა კვლევაში.

ვირუსის საწყის ეტაპზე ხშირი იყო ხველა და გემოს და/ან სუნის დაკარგვა. დიაგნოზირებიდან 30-45 დღის განმავლობაში (საშუალოდ, 43 დღე) თავდაპირველად 669 პაციენტიდან 32%-მა მაინც აღნიშნა ერთი ან მეტი სიმპტომის არსებობა: დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, გემოს ან სუნის დაკარგვა. ეს იყო ის ძირითადი ხანგრძლივი სიმპტომები, რომლებიც პაციენტების ნაწილში დარჩა 45 დღემდე. მათი საშუალო ასაკია 41 წელი (SD, 14,8). მათი 58% ქალი იყო, 25,9% ჯანდაცვის მუშაკი.

Covid-19 შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს და გამოიწვიოს ხანგრძლივი დაავადება. ჩვენი კვლევა აჩვენებს სიმპტომების მუდმივობას შემთხვევათა მესამედში” – ნათქვამია სტატიაში.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჯერ კიდევ სამი კვირის წინ, საუბრობდა ე.წ. გრძელ კოვიდზე “ალიასთან” ვრცლად:

“ეს ძალიან ვერაგი ვირუსია, არაფერი ვიცით ჯერ ამ ვირუსზე რეალურად და მისი შედეგები, გამოჯანმრთელების მერეც კი, იქნება მძიმე. ჯერ ერთი, არის რეინფიცირების შემთხვევები, რომელიც მიდის მძიმედ, მეორე – ფიქსირდება კოვიდის ნარჩენი მოვლენები, რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს გადატანიდან 2 თვის და შეიძლება 5 თვის შემდეგ. არავინ იცის, რა მოხდება, ასე რომ გამოჯანმრთელებული მდიდარიც არ არის დაზღვეული. რუსული „რულეტკასავითაა“, ან გაგიმართლებს, ან არა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ რუსული „რულეტკის“ შემთხვევაში, იარაღში ერთი ტყვიაა და კორონავირუსის შემთხვევაში კი იარაღი დატენილი და მხოლოდ ერთი ადგილია ცარიელი, მხოლოდ ერთი ტყვია აკლია…. ამას უკვე უწოდეს გრძელი კოვიდი – გადატანის მერე იმდენად ბევრი პრობლემა შეიძლება დატოვოს და იმდენად დიდხანს. თავიდან ეგონათ, რომ იგი პატარა დეპრესიას ტოვებს, მერე კი აღმოჩნდა, რომ ის აზიანებს ადამიანის ნერვულ სისტემას, რამდენ დაავადებას იწვევს ნერვული სისტემის დაზიანება, პარკისონის დაავადების ჩათვლით, იცით? ადრე ვიღაცას ჰქონდა პატარა შიშები და უმკლავდებოდა, ნერვული სისტემის დაზიანების შემთხვევაში, ვეღარ გაუმკლავდება… კი ბატონო, მიიღეს ჯოგური იმუნიტეტის გადაწყვეტილება, მაგრამ, მერე გრძელ პერიოდში მზად არიან, ამდენ პრობლემას გაუმკლავდნენ? გვყავს ამდენი ნევროლოგი, კარდიოლოგი და სხვა პროფესიის ექიმები?”

 

“digest pia ge “

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *