რას ეძებ?

სხვადასხვა

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება

♈ვერძი

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში ვარსკვლავების ან პარტნიორების მხარდაჭერა გელით. გაითვალისწინეთ, რომ გადაჭარბებულმა ეჭვიანობამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახლობლებთან კამათი.

♉კურო

ხელსაყრელი დღეა საქმის დაგეგმვისა და საკუთარი მდგომარეობის შესაფასებლად. იმისათვის, რომ ჩანაფიქრის განხორციელება მოასწროთ, ეცადეთ, თქვენი დრო სწორად გაანაწილოთ. თუ პრინციპულობას და მონდომებას არ დაკარგავთ, შესანიშნავ შედეგს მიაღწევთ. კარგი იქნება, თუ ჯანმრთელობის გაკაჟებაზე ზრუნვას დაიწყებთ.

♊ტყუპები

დროა, თქვენი შრომისმოყვარეობისთვის მატერიალური სარგებელი მიიღოთ. მოსალოდნელია შეტყობინება თანხის ჩარიცხვის ან რამე სიახლის შესახებ, რომელმაც, პლანეტების აზრით, შეიძლება თქვენი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალოს. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის შეცვლა მოგიწიოთ.

♋კირჩხიბი

სავარაუდოდ, ეს დღე გაღიზიანებით და ჩხუბით დაიწყება. მოგეჩვენებათ, რომ სამყარო თქვენ თვალწინ ინგრევა და მიწა ფეხქვეშ გეცლებათ. ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს და რამის შეცვლის ძალა აღარ შეგწევთ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. უბრალოდ, დასვენება გჭირდებათ. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და ეს დღე უსიამოვნო მოგონებებს არ დატოვებს.

♌ლომი

ხელსაყრელი დღეა ვაჭრობის, კომერციული გარიგებებისა და ქონების დაგროვებისთვის. მოსალოდნელია ოჯახურ საქმეებთან დაკავშირებული მოულოდნელი ხარჯები. ეცადეთ, საყოფაცხოვრებო საქმეები ეფექტურად მოაგვაროთ. ახლობლების რჩევა და გამოცდილება შეუცვლელ დახმარებას გაგიწევთ.

♍ქალწული

ეცადეთ, საკუთარ თავზე ზრუნვა ისწავლოთ. სავარაუდოდ, ახალი მფარველები გამოგიჩნდებიან. ახლობელი ადამიანები დახმარებას აღმოგიჩენენ და მათ ერთგულებაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. გირჩევთ, დასვენება და ძალების მოკრეფა შეძლოთ.

♎სასწორი

არახელსაყრელი დღე. თუ დღეს დამატებითი საქმიანობა შემოგთავაზეს, არ დაეთანხმოთ – აქედან სარგებელს ვერ მიიღებთ. დილიდან გაუგებრობები გელით. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც ოჯახის ბიუჯეტზე გავლენას მოახდენს. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი და ახლო ნათესავების ჯანმრთელობას.

♏მორიელი

მოსალოდნელია სასიცოცხლო ძალების შემცირება. გაღიზიანება და დაღლილობა თავს იჩენს. შესაძლოა, შფოთვის გრძნობაც გაძლიერდეს. არ ინერვიულოთ, ახლობელი ადამიანები პატივს გცემენ და გაფასებენ. ამ დღეს სიმშვიდეს მხოლოდ სახლში იპოვით.

♐მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების ან ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის. თქვენი ექსცენტრიულობა გარშემო მყოფებს გააოცებს და შესაძლოა, ჭორაობის თემა გახდეს. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ – ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯერ იფიქროთ და შემდეგ ილაპარაკოთ.

♑თხის რქა

მოსალოდნელია სასიხარულო ამბავი ან საჩუქარი, სავარაუდოდ, საყვარელი ადამიანისგან. გირჩევთ, ჯანმრთელობის მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, დღეს მცირე დისკომფორტი იგრძნოთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან და საკუთარ თავზე იზრუნეთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს გარეგნულ თავშეკავებას ზოგი უხეშობად აღიქვამს, რაც უსიამოვნებებს გამოიწვევს.

♒მერწყული

ცხოვრების მრავალ სფეროში ცვლილებების ტენდენცია იჩენს თავს. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ნაყოფიერი ურთიერთობა გელით. საქმის საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენს განწყობაზე იქნება დამოკიდებული.

♓თევზი

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი კულმინაციას მიღწევს. სასარგებლოა ფიზიკური შრომა და სპორტი. გირჩევთ, დაიწყოთ გამაჯანსაღებელი კურსი. ამ დღეს ორგანიზმი საკვებს და მედიკამენტებს კარგად ითვისებს. ეცადეთ, მხედველობის ორგანო არ გადატვირთოთ.

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *