რას ეძებ?

პოლიტიკა

“წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს…”

გაზიარება

ჩვენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, წელს ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლად უნდა შევ­ხვდეთ ახალ წელს, ჩვე­ნი სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა იყოს უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, უფრო ოჯა­ხის წრე­ში, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, 28 ნო­ემ­ბრი­დან და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. რო­გორც გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, პირ­ვე­ლად ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 17 ათას­ზე მეტი ტეს­ტის პი­რო­ბებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის 3 ათას­ზე ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვა გვაქვს, რაც მთავ­რო­ბას ფრთხი­ლი ოპ­ტი­მიზ­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

მან მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში თავი აა­რი­დონ დიდ წვე­უ­ლე­ბებს. მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში მო­მა­ვა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა, მათ შო­რის იმას, თუ რო­გორ გა­ვარ­თმევთ თავს სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლებს.

“ambebi.ge”

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *