რას ეძებ?

პოლიტიკა

ჟირინოვსკი რომ ჩამოვიდეს და თქვას, “ევროპული საქართველოს” ლიდერი ვარ და ბოკერიამაც დაადასტუროს, 2000 ლარი არის ამის შემაკავებელი ფაქტორი? – მდინარაძე

გაზიარება

რაღაც მომენტში სააკაშვილს შეიძლება ჟირინოვსკიზე მეტი ჰქონდეს რუსეთისთვის გაკეთებული,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან იმ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მდინარაძე განმარტავს, რომ დღეს მოქმედ კანონმდებლობაში არის ხარვეზი, რადგან 2000 -ლარიანი ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს იმის პრევენციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე წინასაარჩევნო კამპანიაში არ ჩაერიოს.

“ჩვენ არ ვიგონებთ ახალ ნორმას, საარჩევნო ცენზს აღიარებს მთელი მსოფლიო, მაგრამ სანქციები არის სხვადასხვაგვარი, ჩვენს შემთხვევაში არის 2000 ლარი, რაც არ არის საკმარისი და დღეს მკაცრდება სანქცია ჩვენს მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით და სანქცია იქნება იმგვარი, რომელიც ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ გახდეს საქართველოში პოლიტკური ლიდერი. ჟირინოვსკი რომ ჩამოვიდეს და თქვას, “ევროპული საქართველოს” ლიდერი ვარო და გიგა ბოკერიამაც თქვას, ის ჩვენი ლიდერი და პრემიერ- მინისტრობის კანდიდატიაო, 2000 ლარი არის ამ ყველაფრის შემაკავებელი ფაქტორი? “-განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, რამდენად რელევანტურია სააკაშვილისა და ჟირინოვსკის შედარება, მდინარაძე პასუხობს, რომ “საქმის კეთების შედეგების მიხედვით, თუ რას აკეთებდა ჟირინოვსკი რუსეთისთვის და სააკაშვილი, რაღაც მომენტში სააკაშვილს შეიძლება მეტი ჰქონდეს გაკეთებული”.

“ინტერპრესნიუსი”

loading...
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *