რას ეძებ?

პოლიტიკა საზოგადოება საქართველო სიახლეები

ბოკერია იმნაძეს და გამყრელიძეს: მინდა იყვნენ თანმიმდევრულები და მკაცრი შეფასება ჰქონდეთ ერთი კოვზით ზიარებაზე

გაზიარება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგზე დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე გაკრიტიკა.

მისი თქმით. ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე რელიგიური ორგანიზაციების შეფასებისას თანმიმდევრულები არ არიან.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ბატონ იმნაძესა და გამყრელიძეს. გასაგები იყო იმნაძისა და გამყრელიძის მკაცრი გზავნილი ამ ოპოზიციური ჯგუფის მიმართ. მინდა იყვნენ თანმიმდევრულები და ასეთივე მკაცრი შეფასება იყოს რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის მართმადიდებლურ ეკლესიის სასულიერო პირების მიმართ, სადაც რისკები არანაკლებია. მათ შორის საუბარია ერთი კოვზით ზიარებაზე, რაზეც ასეთი მკაცრი შეფასება ვერ მოვისმინეთ და ეს ცუდია“, – განაცხადა ბოკერიამ.

ახლა არ არის პიარის დრო და ვიღაცამ რომ ქულები დაიწეროს იმის დრო, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

რადიო „ათინათმა“ ფონდ „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების ვიდეო გაავრცელა. შეკრება ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა. მისმა ორგანიზატორებმა მოსახლეობას პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაურიგეს.

აქციას ათობით მოქალაქე დაესწრო, რამაც საგანგებო რეჟიმის ფარგლებში მოქმედი წესები დაარღვია.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.

წყარო: https://imedinews.ge/ge/covid19/133794/bokeria-imnadzes-da-gamkrelidzes-minda-ikvnen-tanmimdevrulebi-da-mkatsri-shepaseba-hqondet-erti-kovzit-ziarebaze

loading...

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *